დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/107 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი |
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების
–
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
|
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის 9 დეკემბრის №01/4270 განცხადება – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – საავტომობილო გზების დეპარტამენტი), E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000-კმ14+400) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). პროექტი ფინანსდება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2016 წლის 9 დეკემბერს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია) და საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2017 წლის 14 ივნისს გაფორმებული ფინანასური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია) ფარგლებში. საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება, მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ფაქტორია. E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტი გულისხმობს ახალი ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობას დასახლებული პუნქტების შეძლებისდაგვარად მაქსიმალური გვერდის ავლით. განსახლების სამოქმედო გეგმა ეხება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ. სიგრძის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს გურიის რეგიონში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. საპროექტო მონაკვეთი იწყება სამტრედია - გრიგოლეთის გზიდან, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, გადადის მდინარის მეორე ნაპირზე, უვლის სუფსის ტერმინალს მარცხენა მხრიდან, კვეთს მდინარე წყალწმინდას, ურეკს. კერძოდ, სარკინიგზო სადგურისა და პოლიციის შენობის შემაერთებელი გზის მონაკვეთს. კვეთს მდინარე სეფას, მის შენაკადს, სენაკი - ფოთი-სარფის საავტომობილო გზას, უვლის საკონცერტო დარბაზს (ბლექ სი არენას) და უერთდება ქობულეთის შემოვლით გზას. მთლიანობაში გზის გაყოლებაზე დაგეგმილია სატრანსპორტო კვანძების, მდინარეებზე (სუფსა, წყალწმინდა, სეფი, სეფას შენაკადი) გადასასვლელების, გზაგამტარებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა. პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტმა მოამზადა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპესაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა ბახვა პატარაიას (პ/ნ 26001008250), ბელა პატარაიას (პ/ნ 26001006148), ნინო პატარაიას (პ/ნ 26001007942) თანასაკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდმაღალაში მდებარე 1390 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №27.15.57.060), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მდებარე 768 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №27.15.57.069), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდმაღალაში მდებარე 1500 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №27.15.57.057) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მდებარე 450 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ№27.15.57.101). ამასთან, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ქონების თანამესაკუთრეებსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ვერ შედგა. წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის პროექტი. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ №27.15.57.060; №27.15.57.069; №27.15.57.057; №27.15.57.101 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდმაღალაში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ სუფსაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრეები არიან: ბახვა პატარაია (პ/ნ 26001008250), ბელა პატარაია (პ/ნ 26001006148), ნინო პატარაია (პ/ნ 26001007942). დადგენილია, რომ დასახელებული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ბახვა პატარაიას, ბელა პატარაიას, ნინო პატარაიას თანასაკუთრებაში არსებული 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდმაღალაში მდებარე 1390 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №27.15.57.060); 2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მდებარე 768 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №27.15.57.069); 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდმაღალაში მდებარე 1500 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №27.15.57.057); 4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მდებარე 450 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ №27.15.57.101). დადგენილია, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მესაკუთრეებს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევევში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.“ ვინაიდან, ვერ ხერხდება მესაკუთრეებთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისადა ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.„ ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი2021 წლის 05 მარტის სხდომის ოქმის საფუძველზე ვბრძანებ: 1. საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000-კმ14+400) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება პროექტის ფარგლებში მოქცეულ ბახვა პატარაიას (პ/ნ 26001008250), ბელა პატარაიას (პ/ნ 26001006148), ნინო პატარაიას (პ/ნ 26001007942) თანასაკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე: 1.1 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდმაღალაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საექსპროპრიაციო ფართი 1390 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ №27.15.57.060); 1.2 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საექსპროპრიაციო ფართი 768 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ №27.15.57.069); 1.3 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდმაღალაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საექსპროპრიაციო ფართი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ №27.15.57.057); 1. 4 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საექსპროპრიაციო ფართი 450 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ №27.15.57.101 ). 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6). მინისტრი ნათელა თურნავა
|
დოკუმენტის კომენტარები