„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა პროფესიული განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2020 წლის 19 ოქტომბრის №006242/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა პროფესიული განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2020 წლის 19 ოქტომბრის №006242/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 001613/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 19/03/2021
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016084
001613/21
19/03/2021
ვებგვერდი, 22/03/2021
010320000.58.070.016084
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა პროფესიული განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2020 წლის 19 ოქტომბრის №006242/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №001613/21

2021 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა პროფესიული განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2020 წლის 19 ოქტომბრის №006242/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა პროფესიული განვითარების წესის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2020 წლის 19 ოქტომბრის №006242/21 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 23/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.58.070.016083) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1.  მოხელის  პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამები ორი სახისაა:

ა) საბაზისო, რომელიც მოიცავს შემდეგ მოდულებს:

ა.ა) პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი შემდეგ საგნებში:

ა.ა.ა) ადმინისტრაციული წარმოება;

ა.ა.ბ) ეთიკა საჯარო სამსახურში;

ა.ა.გ) პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;

ა.ა.დ) ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა;

ა.ბ) მოხელის მენეჯერული უნარების განვითარების კურსი შემდეგ საგნებში:

ა.ბ.ა) სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა (სტრატეგიული მენეჯმენტი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვა, სამოქმედო გეგმების შემუშავება);

ა.ბ.ბ) მომსახურებისა და ხარისხის მართვა, რისკების მართვა, ცვლილებების მართვა;

ა.ბ.გ) გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა, გუნდის გაძლიერება და მოტივირება, გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე;

ა.ბ.დ) პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაცია და ეფექტური მოლაპარაკებები, მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა;

ა.ბ.ე) საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება, ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები;

ბ)  დამატებითი, რომელიც მოიცავს შემდეგ მოდულებს:

ბ.ა) ფინანსური აუდიტი;

ბ.ბ) შესაბამისობის აუდიტი;

ბ.გ) ეფექტიანობის აუდიტი;

ბ.დ) საბიუჯეტო კანონმდებლობა;

ბ.ე) საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IPSAS);

ბ.ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;

ბ.ზ) ადამიანური რესურსების მართვა;

ბ.თ) პრეზენტაციის უნარი;

ბ.ი) პროექტის მართვა;

ბ.კ) პროგრამული ბიუჯეტირება;

ბ.ლ) სახელმწიფო შესყიდვები;

ბ.მ) შიდა აუდიტი;

ბ.ნ) აუდიტის მართვის სისტემა (AMS);

ბ.ო) მონაცემთა დამუშავება;

ბ.პ) ანგარიშის წერა;

ბ.ჟ) საერთაშორისო/ადგილობრივი სასერტიფიკატო პროგრამები;

ბ.რ) კომპიუტერული პროგრამები;

ბ.ს) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამა (E-flow).

2. გენერალური აუდიტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება დამატებით განისაზღვროს მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის შესაბამისი მოდულების სხვა საგნები და დამატებითი პროგრამის სხვა მოდულები.

3. პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ამ წესით არ რეგულირდება, განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოხელის პროფესიული განვითარებისათვის შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ამ წესით არ რეგულირდება, განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი