,,გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 19/05/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
91
12/05/2009
სსმ, 61, 19/05/2009
000000000.00(0).000.000000
,,გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №91

2009 წლის 12 მაისი

ქ. თბილისი

„გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №97, მუხლი 1095) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემების საფუძველზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული იმ ქვეყნებიდან, სადაც გამოვლინდა საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით გათვალისწინებული დაავადებები, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის საფუძველზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებულ საწარმოებში წარმოებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე. ხოლო იმ საწარმოებიდან, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებულნი, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის საფუძველზე მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური