აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 03-ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 18/03/2021
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010190030.51.060.016016
03-ს
18/03/2021
ვებგვერდი, 19/03/2021
010190030.51.060.016016
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

რეგლამენტი

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11მუხლი:

„მუხლი 111. უმაღლესი საბჭოს წევრის გასამრჯელო

1. უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირის თანამდებობრივ სარგოს უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო აისახება უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხაში.

2. უმაღლესი საბჭოს წევრს მიეცემა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ფულადი ანაზღაურება, რომლის ოდენობასაც უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.“.

2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებებს;“.

3. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი განისაზღვრება ფრაქციის წარმომადგენლობის პროპორციულად. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის განსაზღვრის თაობაზე უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.“.

4. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 56. დროებითი კომისიის დაფინანსება

დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან. დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობის თაობაზე უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.“.

5. VII თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „მუხლი 561. უმაღლესი საბჭოს სათათბირო საბჭოები

1. უმაღლეს საბჭში იქმნება უმაღლესი საბჭოს  სათათბირო საბჭოები, რომლებიც ხელს უწყობენ განსაზღვრულ სფეროში უმაღლესი საბჭოს წინაშე მდგარი განგრძობადი, სისტემური და მდგრადი პოლიტიკის შემუშავებასა და კოორდინაციას.

2. უმაღლესი საბჭოს სათათბირო საბჭოებია:

ა) უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო;

ბ) უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭო.“;

ბ) „მუხლი 571. უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭო

1. უმაღლეს საბჭოში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისთვის შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მიერ.

2. ხაზინადართა საბჭო არის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანო. ხაზინადართა საბჭოს წევრთა რაოდენობას და საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ხაზინადართა საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

3. ხაზინადართა საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ხაზინადართა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.

6. 105-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირება ხდება კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოს და უმაღლესი საბჭოს აპარატის წინადადებების საფუძველზე.“.

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინების და უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია

 

 

18 მარტი 2021 წ.

ქ. თბილისი

N03-ს