დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „გრინ დაზღვევა საქართველოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „გრინ დაზღვევა საქართველო“ |
| მიღების თარიღი | 17/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
|
სს „გრინ დაზღვევა საქართველოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
|
2021 წლის 15 აპრილს, 12:00 საათზე ქ. თბილისში, ა. კალანდაძის ქ. №4-ში, მოწვეულია სს „გრინ დაზღვევა საქართველოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა და შრომის ანაზღაურების განსაზღვრა. საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო თარიღია 2021 წლის 9 მარტი. საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა 2021 წლის 15 აპრილი, 11:00 საათი. საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე. კრებაზე დასასწრებად დასაშვებია წარმომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე. საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს უფლებამოსილების შემოწმება შეუძლიათ საზოგადოების ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ (ლიცენზიის №70006), მისამართი: საქართველო, 0162, თბილისი, მოსაშვილის ქ. №11, ტელ: (+995 32) 222-53-51. დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს მეშვეობით. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან, როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა 2021 წლის 5 აპრილამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
სს „გრინ დაზღვევა საქართველოს“ გენერალური დირექტორი ეკა ცენტერაძე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები