„მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016350
6
17/03/2021
ვებგვერდი, 18/03/2021
280120000.35.103.016350
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
 
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2021 წლის 17 მარტი

დაბა მესტია

,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამების  გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის№23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016344) შეტანილ იქნეს ცვლილება: 
დადგენილებით დამტკიცებული დანართის  III თავის,  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) სხვადასხვა სახის გონებრივი და ფიზიკური განვითრების შეფერხების მქონე ბავშვთა დაფინანსება/თანადაფინანსების მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი) შესაბამისად 2000 (ორი ათასი) ლარიანი ლიმიტის  ფარგლებში (გადარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის-ინვოისის  შესაბამისად).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე