,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2021
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016142
2
19/03/2021
ვებგვერდი, 22/03/2021
010320000.33.058.016142
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2

2021 წლის 19 მარტი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის №2 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 22/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016128) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საკონკურსო თემატიკაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  18.  პოლიტიკისა  და  ანალიტიკის  დეპარტამენტის  უფროსი,  პირველი  რანგი  – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების მიმართულებით, აგრონომიის/მეცხოველეობის/ვეტერინარიის/სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობით ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ეკონომიკის სპეციალობით ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ფინანსების/მენეჯმენტის/მარკეტინგის სპეციალობით;

ბ) აგრარული ან ფინანსების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა;

დ) უცხო ენა: ინგლისური და/ან რუსული (სასურველია).

2. საკონკურსო თემატიკა:

ა) აგრონომია: აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობა; აგროტექნოლოგია აგრობიოტექნოლოგია; მცენარეთა სელექცია-გენეტიკა; მცენარეთა დაცვა; აგროეკოლოგია; მებაღეობა; მებოსტნეობა; მევენახეობა; მეჩაიეობა; მეხილეობა (მათ შორის: სუბტროპიკული კულტურები, კურკოვანი კულტურები/თესლოვანი კულტურები/კაკლოვანი კულტურები); სანერგე და სასათბურე მეურნეობა და მისი მართვა; სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებები.

მეცხოველეობა/ვეტერინარია: მეცხოველეობის დარგები  – მესაქონლეობა; მეფუტკრეობა; მეთევზეობა; მეცხოველეობის დაავადებები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები; ზოოტექნიკა; სანაშენე საქმიანობა; ჯიშთგანახლება; ხელოვნური განაყოფიერება; ინკუბაცია; მეცხოველეობის პროდუქტები და ნედლეული; კვება მეცხოველეობაში; მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება.

სასურსათო ტექნოლოგია: კვების პროდუქტების გადამუშავება; ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება; თევზგადამუშავება; რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავება; ხორცპროდუქტების გადამუშავება; მცენარეების გადამუშავება; სასმელების ტექნოლოგია (ალკოჰოლიანი, უალკოჰოლო); სურსათის უვნებლობა; სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის გადამუშავების ტექნოლოგია; სასურსათო უსაფრთხოება და რისკების ანალიზი;

ეკონომიკა: ეკონომიკური პოლიტიკა; მაკროეკონომიკა; მიკროეკონომიკა; საერთაშორისო ეკონომიკა.

ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი): კორპორაციული ფინანსები და მართვა; პროექტების ფინანსური მენეჯმენტი; საერთაშორისო ფინანსები; ფინანსური ანალიზი და პროგნოზირება; ინოვაციების მენეჯმენტი; მენეჯერული აღრიცხვა და კონტროლი; აგრორისკების მენეჯმენტი; საერთაშორისო მარკეტინგი; მარკეტინგული კვლევა.

ბ) მოხელეს/კანდიდატს დამატებით მოეთხოვება შემდეგი საკითხების ცოდნა: სტრატეგიული  დაგეგმვის    არსი;    ინდიკატური    დაგეგმვა;    სტრატეგიული    გეგმის განხორციელების გზები;  სტრატეგიული  გეგმის  შესრულების  მონიტორინგი  და  ანალიზი; რისკების იდენტიფიცირება და მართვა, ორგანიზაციული მართვის საფუძვლები.

გ)  სამართლებრივი აქტები:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ე) „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ვ) „საინვესტიციო  საქმიანობის  ხელშეწყობისა  და  გარანტიების  შესახებ“  საქართველოს კანონი;

გ.ზ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“;

ბ) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის საინვესტიციო და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, მეორე რანგი – მეორადი სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელი

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) საინვესტიციო ან დონორებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point) დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა;

დ) უცხო ენა: ინგლისური ან რუსული – C2 დონე.

2. საკონკურსო თემატიკა:

ა) დონორების გამოვლენა; დონორებთან ორგანიზაციული ურთიერთობების დაგეგმვა და მართვა; რეგიონში სოფლის მეურნეობის დარგში დონორების მიერ განხორციელებული ან/და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია. საინვესტიციო პროექტის შემუშავება, მართვა და მონიტორინგი;

საინვესტიციო პროექტის შეფასების ეკონომიკური ასპექტები; საინვესტიციო პროექტის პრიორიტეტულობის განსაზღვრა და შერჩევა სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.

ბ) სამართლებრივი აქტები:

ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.დ)  „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.ე) „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.ვ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ.ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“;

გ) 37-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავი;

ვ) „საბიუჯეტო  ორგანიზაციების  ბუღალტრული  აღრიცხვის  ანგარიშთა  გეგმის  და  მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანება;

ზ) „საბიუჯეტო   ორგანიზაციების   მიერ   საჯარო   სექტორის   ბუღალტრული   აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანება;

თ) „საბიუჯეტო  ორგანიზაციების  ფინანსური  ანგარიშგების  მომზადებისა  და  წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანება;

ი) „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება;

კ) „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება;

ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.“;

დ) 38-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავი;

ვ) „საბიუჯეტო  ორგანიზაციების  ბუღალტრული  აღრიცხვის  ანგარიშთა  გეგმის  და  მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანება;

ზ) „საბიუჯეტო   ორგანიზაციების   მიერ   საჯარო   სექტორის   ბუღალტრული   აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანება;

თ) „საბიუჯეტო  ორგანიზაციების  ფინანსური  ანგარიშგების  მომზადებისა  და  წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანება;

ი) „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება;

კ) „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება;

ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრიგიორგი სურმანიძე