„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017126
19
18/03/2021
ვებგვერდი, 19/03/2021
140130000.22.034.017126
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №19

2021 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 მაისის №74 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23.05.2020, 140130000.22.034.017005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების“:

1. 21 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ − სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო) მიერ დისტანციურად, ელექტრონული ფორმით განხორციელდეს შემდეგი მომსახურების მიწოდება:

ა) სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალისტის ტექნიკური კონსულტაცია;

ბ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის საკითხებზე სპეციალისტის ტექნიკური კონსულტაცია.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. დასაშვებია, მათ შორის, დისტანციურად, ელექტრონული ფორმით განხორციელდეს სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ შემდეგი მომსახურების მიწოდება:

ა) სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება;

ბ) საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლება.“.

2. მე -3 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის მიერ (სამმართველო) შესაბამისი განცხადებების მიღება/სერვისების მიწოდება შესაძლოა ასევე განხორციელდეს:“.

3. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 61

1. დაინტერესებული პირი თავისუფლდება შიდა ტრანზიტით სარგებლობისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში ვადაგადაცილებულ დღე(ებ)ზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-6 პუნქტით დადგენილი საფასურისგან, შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევის გარდა, 2021 წლის 1 ივნისამდე.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-16 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრული შიდა ტრანზიტის გაცემის ვადის შეზღუდვა არ ვრცელდება 2021 წლის 3 მარტამდე გაცემულ შიდა ტრანზიტებზე.

3. 2021 წლის 3 მარტამდე გაცემული შიდა ტრანზიტით სარგებლობის ფაქტობრივი ვადა მიჩნეულ იქნეს დაინტერესებული პირის მიერ შიდა ტრანზიტით სარგებლობის მიზნით სააგენტოსთვის მოთხოვნილ ვადად არაუმეტეს 2021 წლის 1 ივნისამდე, მიუხედავად იმისა, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილია თუ არა შესაბამისი შინაარსის განცხადება სააგენტოში. ფაქტობრივ სარგებლობად ითვლება, სააგენტოს მიერ შიდა ტრანზიტის გაცემიდან დაინტერესებული პირის მიერ მის დაბრუნებამდე ან დაკარგვისთვის შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენამდე პერიოდი.

4. 2021 წლის 1 ივნისამდე შიდა ტრანზიტით სარგებლობის ერთ სრულ დღეზე საფასური განისაზღვროს - 1 ლარის ოდენობით, არაუმეტეს ჯამში 90 ლარისა.“.

6. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) თუ საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან არსებობს საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო ან/და საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა.“;

გ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უცხოელის დაკავება 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან არსებობს საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო ან/და საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა.

8. 131 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება, თუ საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის მიმღებ სახელმწიფოსთან არსებობს საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო ან/და საზღვაო ტრანსპორტირების შესაძლებლობა.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 17 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის პირველი მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური