„ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

„ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 11/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016086
1
11/03/2021
ვებგვერდი, 17/03/2021
320110000.17.010.016086
„ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ"
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №1 

2021 წლის 11 მარტი 

ქ. თბილისი

 

„ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში (სსმ, 13.12.2006,  №167, მუხ. 2271) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი მაუწყებლობის ზონად განისაზღვროს საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა.“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა არის სახმელეთო ტერიტორია, რომელიც შემოსაზღვრულია ამ დადგენილების დანართ №2-ით წარმოდგენილი ციფრული ფორმატის ფაილებით განსაზღვრული კონტურით.“.

3. ამოღებული იქნას მე-4 პუნქტი;

4. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონების პირობითი მოხაზულობა და კონტურები დატანილია თანდართულ საქართველოს რუკაზე, რაც ამ დადგენილების განუყოფელი ნაწილია (დანართი №1).“.

მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულ ლიცენზიებზე და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ამ ლიცენზიების მოქმედების ვადის ავტომატურად გაგრძელების შემთხვევებში. ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიების მოქმედების ვადის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომატურად გაგრძელება ხდება ამ ლიცენზიებით გათვალისწინებული მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების ტერიტორიების შესაბამისად.

 

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

კომისიის წევრიმერაბ ქათამაძე
კომისიის წევრიელისო ასანიძე
კომისიის წევრივახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარეკახი ბექაური