დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 107 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120050000.10.003.022659 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2016, 120050000.10.003.019189) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების 45-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 და 452 მუხლები:
„მუხლი 451. მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარების ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დადასტურება გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. მუხლი 452. მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან მისი შეტანა მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ან მისი შეტანა სამსახურის, სასწავლებლის, სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიასა და მივლინების ადგილზე გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები