„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ინსპექტორი
მიღების თარიღი 15/03/2021
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 080240000.72.084.016029
03
15/03/2021
ვებგვერდი, 15/03/2021
080240000.72.084.016029
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორი
 
სახელმწიფო ინსპექტორის

ბრძანება №03

2021 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/09/2019, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.72.084.016004) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმით გათვალისწინებული სექსუალური შევიწროება, კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა ან/და სავარაუდო მსხვერპლის მიმართ, სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით საჩივრის წარდგენის გამო, შურისძიებით მოტივირებული ქმედება (მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ არ დადასტურდება სექსუალური შევიწროების ფაქტი).“;

2. 46-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თანამდებობრივი სარგოს 10%-დან 50%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) თანამდებობრივი სარგოს 10%-დან 50%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით.“;

ბ.ბ) „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე) თანამდებობრივი სარგოს 10%-დან 50%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;“;

ბ.გ) „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) თანამდებობრივი სარგოს 10%-დან 50%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით.“;

ბ.დ) „დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ე) თანამდებობრივი სარგოს 10%-დან 50%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით.“;

ბ.ე) „ე.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.დ) თანამდებობრივი სარგოს 10%-დან 50%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;“;

ბ.ვ) „ვ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.დ) თანამდებობრივი სარგოს 10%-დან 50%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;“;

ბ.ზ) „ზ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ე) თანამდებობრივი სარგოს 10%-დან 50%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;“;

ბ.თ) „თ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.დ) თანამდებობრივი სარგოს 10%-დან 50%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;“;

ბ.ი) „ი.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი.დ) თანამდებობრივი სარგოს 10%-დან 50%-მდე ოდენობით დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ამ წესის 45-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისთვის, განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმით.“.

3. 55-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 მუხლი:

მუხლი 551. სექსუალური შევიწროების თაობაზე დისციპლინური წარმოება

1. ამ წესის 45-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების განხილვის წესი, მათ შორის, შესაფარდებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრის პრინციპები, დისციპლინური წარმოების დაწყების, სექსუალური შევიწროების საქმის განმხილველი თანამშრომლის უფლებებისა და მოვალეობების, კონფიდენციალურობის ვალდებულების, საჩივრის განხილვის ვადის, შესაბამისი დასკვნის მომზადებისა და თანამშრომელთა შეფასების შედეგების, გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოსთვის აღნიშნული დასკვნის გადაცემის საკითხები, განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ამ წესის 45-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომათა განხილვისას ამ წესით დადგენილი დებულებები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსხვავებული წესები არ არის დადგენილი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია