დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016222 |
|
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016194) დამტკიცებული დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის:
ა) მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული მოხელის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარსაგზავნად, სავალდებულოა დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა.“; ბ) 33-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი: „331. დიპლომატიური თანამდებობის პირის პროფესიული განვითარება 1. პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითრებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში − ინსტიტუტი) უზრუნველყოფს შემდეგი სასწავლო პროგრამების განხორციელებას: ა) დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების სასწავლო პროგრამა; ბ) საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა. 2. სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიული განვითრებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ინსტიტუტი, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია უზრუნველყოს სხვადასხვა ტრენინგების, სემინარებისა და სასწავლო კურსების ჩატარება. 3. დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელე ვალდებულია გაიაროს დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების სასწავლო პროგრამა თანამდებობაზე დანიშვნიდან თორმეტი თვის განმავლობაში და დაასრულოს თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი წლის განმავლობაში. 4. დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელე, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარსაგზავნად, ვალდებულია გაიაროს საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა და ფლობდეს შესაბამის სერტიფიკატს. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებებისაგან თავისუფლდებიან „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშნული პირები.“. |
2.
ამ ბრძანების მოქმედება ვრცელდება 2021 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით და შემდგომ, გამოსაცდელი ვადით დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნულ მოხელეებზე. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები