დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 15/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016215 |
|
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით (www.matsne.gov.ge,21/10/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016046) დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის: ა) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) CАТ – კატეგორია;“ ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ88 “, ,,ჰ89“ და ,, ჰ90“ ქვეპუნქტები: ,,ჰ88) CАТ. I – კატეგორია I; ჰ89) CАТ. II – კატეგორია II; ჰ90) CАТ. III – კატეგორია III.“ 2. მე-3 მუხლის: ა) ,,ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჩ) ზღვრული დრო – ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ დადგენილი მანძილი, გამოსახული ფრენის დროით, რომელიც საჭიროა მარშრუტიდან სათადარიგო აეროდრომამდე მისაღწევად და რომლის ნებისმიერი გადამეტება საჭიროებს ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ სპეციალური ნებართვის გაცემას.“ ბ) ,,ჰ62 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჰ62) დასაფრენად შესვლის დასკვნით ეტაპზე უწყვეტი დაშვება (CDFA) – პილოტირების ტექნიკა, რომელიც გამოიყენება არაზუსტი სისტემით დასაფრენად სტაბილიზირებული შესვლისას განუწყვეტელი დაშვებით (ჰორიზონტალური გასწორების გარეშე). ამ მეთოდით დასაფრენად შესვლა იწყება იმ აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლიდან, რომელიც დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის საკონტროლო წერტილის სიმაღლის ტოლი ან მეტია, და გრძელდება ადზ-ს ზღურბლიდან დაახლოებით 15 მეტრის (50 ფუტის) სიმაღლემდე ან იმ წერტილამდე, საიდანაც კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდის დაფრენის წინა გასწორების მანევრი იწყება, ხოლო ამ მეთოდით წრიდან დასაფრენად შესვლისას დაშვება ხორციელდება დასაფრენად შესვლის მინიმუმამდე (OCA/H წრეზე ფრენა) ან ფრენისას ვიზუალური მანევრის აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლემდე.“ გ) ,,ჰ78 “, ,,ჰ79 ’’ და ,,ჰ80 “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჰ78) ხელშეკრულების მოკლე შინაარსი - თუ სხ-ის ექსპლუატაცია ხორციელდება რეგისტრაციის სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფოს შორის, ჩიკაგოს კონვენციის ,,83bis“ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების მოკლე აღწერილობა წარმოადგენს იკაო-ს საბჭოში დარეგისტრირებული ხელშეკრულების თანდართულ დოკუმენტს, რომელშიც მოკლედ და ნათლად არის განსაზღვრული ფუნქციები და პასუხისმგებლობები, რომლებსაც რეგისტრაციის სახელმწიფო გადასცემს სხვა სახელმწიფოს. შენიშვნა: სხვა სახელმწიფო ნიშნავს ექსპლუატანტ სახელმწიფოს, რომელიც ასრულებს სხ-ის კომერციულ ექსპლუატაციას. ჰ79) ფრენები დაბალი ხილვადობის პირობებში (LVO) - დასაფრენად შესვლა RVR-ის 550მ-ზე ნაკლები მნიშვნელობით და/ან DH-ის 60მ(200ფტ)-ზე დაბალი მნიშვნელობით, ან აფრენა RVR-ის 400მ-ზე ნაკლები მნიშვნელობით. ჰ80)სპეციალური ნებართვა - წარმოადგენს საექსპლუატაციო სპეციფიკაციებში დოკუმენტალურად დადასტურებულ ნებართვას კომერციული ან არაკომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებისთვის.“ 3. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,71 მუხლი“: ,,მუხლი 71. სატვირთო ნაკვეთურების უსაფრთხოება 1. ექსპლუატანტი ვალდებულია დაადგინოს სხ-ის სატვირთო ნაკვეთურში ნებისმიერი სახეობის ნივთების გადატანის პოლიტიკა და პროცედურები. პოლიტიკა და პროცედურები უნდა შეიცავდეს ფრენების უსაფრთხოების რისკების სპეციალურ შეფასებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს: ა) გადასატანი ნივთების თვისებებთან დაკავშირებულ საშიშროებას; ბ) ექსპლუატანტის შესაძლებლობებს; გ) საოპერაციო პირობებს (მაგ: ფრენების არეალი, სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის დრო); დ) სხ-ის და მისი სისტემების მახასიათებლებს (მაგ: სატვირთო ნაკვეთურების ხანძარსაწინაღო სისტემების მახასიათებლები და ა.შ.) ე) გადასატანი ნივთის შესაფუთი მასალის მდგრადობის მახასიათებლებს; ვ) შეფუთვასთან დაკავშირებულ საკითხებს; ზ) გადასატანი ნივთების მიწოდების ქსელის უსაფრთხოებას; თ) გადასატანი სახიფათო ტვირთების რაოდენობასა და განლაგებას. შენიშვნა: 1. სახიფათო ტვირთების გადატანასთან დაკავშირებული საექსპლუატაციო მოთხოვნებს მოიცავს ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, I ნაწილის მე-14 თავი. 2. სატვირთო ნაკვეთურში საგნების გადატანასთან დაკავშირებული ფრენების უსაფრთხოების რისკების სპეციალური შეფასების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 9859, ხოლო სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 10102. 2. ექსპლუატანტი ვალდებულია დაადგინოს სხ-ის სატვირთო ნაკვეთურში ნებისმიერი სახეობის ნივთების გადატანის პოლიტიკა და პროცედურები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება გადასატან ნივთებზე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, თვითმფრინავის უსაფრთხო დაფრენამდე, ხანძრის აღმოჩენა, ჩაქრობა ან შეკავება თვითმფრინავის კონსტრუქციის ელემენტებით, რომლებიც დაკავშირებულია სატვირთო ნაკვეთურის ხანძარსაწინაღო სისტემასთან. შენიშვნა: 1. სატვირთო ნაკვეთურის ხანძარსაწინაღო სისტემების ელემენტების და მასთან დაკავშირებული სტანდარტების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 10102. 2. სხ-ის სატვირთო ნაკვეთურში ნებისმიერი სახეობის ნივთების გადატანის პოლიტიკის და პროცედურების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 10102.“ 4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ექსპლუატანტი უზრუნველყოფს, რომ ფრენა არ დაიწყოს ან არ გაგრძელდეს, ვიდრე ყველა შესაძლო, დასაბუთებული მონაცემებით არ დარწმუნდება, რომ საჰაერო სივრცე, რომელშიც გადის დაგეგმილი მარშრუტი გაფრენის აეროდრომიდან დანიშნულების აეროდრომამდე, მათ შორის, მარშრუტზე სავარაუდოდ გამოსაყენებელი აფრენის, დანიშნულებისა და სათადარიგო აეროდრომები, შეიძლება გამოყენებული იქნეს დაგეგმილი ფრენის უსაფრთხოდ შესრულებისათვის. თუ ფრენები იგეგმება კონფლიქტის ზონებში ან მათ უშუალო სიახლოვეს, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს რისკების შეფასება და მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები რისკების შესამცირებლად. შენიშვნა: 1. „დასაბუთებული მონაცემები“ გულისხმობს ექსპლუატანტის მიერ გაფრენის პუნქტში ან ფრენისას მიღებულ ინფორმაციას, რომელიც გამოქვეყნებულია სააერნაოსნო საინფორმაციო სამსახურების მიერ ან მიღებულია სხვა ხელმისაწვდომი წყაროებიდან. 2. ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რისკების შეფასების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს “ფრენების უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელოში“(Doc 9859). 3. იმ ექსპლუატანტებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს კონფლიქტის ზონებში ან მათ უშუალო სიახლოვეს, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რისკების შეფასების დამატებითი სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს „სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით ფრენების შესრულებისას კონფლიქტურ ზონებში რისკების შეფასების სახელმძღვანელოში“ (Doc 10084). 5. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 17. აეროდრომების საექსპლუატაციო მინიმუმები ,,1. ექსპლუატანტმა უნდა განსაზღვროს აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმი ყველა იმ აეროდრომისათვის, საიდანაც ფრენას ასრულებს. ექსპლუატანტის მიერ კონკრეტული აეროდრომისთვის დადგენილი მინიმუმი არ უნდა იყოს „აეროდრომის სახელმწიფოს“ მიერ დადგენილ მინიმუმზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი აეროდრომის სახელმწიფო გასცემს სპეციალურ ნებართვას. შენიშვნა: თუ ექსპლუატანტი თავად არ განსაზღვრავს აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმს ფრენის შესასრულებლად, მან უნდა ისარგებლოს (მიუთითებს ფშს-ში) აეროდრომის სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულით (AIP) ან სპეციალიზებული ორგანიზაციის (მაგ: Jeppesen) მიერ გამოქვეყნებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციით. 2. თვითმფრინავებისთვის, რომლებიც აღჭურვილია დაფრენის ავტომატური სისტემებით, კოლიმატორული ან ეკვივალენტური ინდიკატორებით, EVS, SVS ან CVS-ის სისტემებით, სააგენტო გასცემს საექსპლუატაციო კრედიტების გამოყენების ნებართვას. თუ საექსპლუატაციო კრედიტები ეხება დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენებს, სააგენტო გასცემს სპეციალურ ნებართვას. აღნიშნულმა ნებართვამ არ უნდა მოახდინოს გავლენა დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურების კლასიფიკაციაზე. შენიშვნა: 1. დაფრენის ავტომატური მართვის სისტემებით, კოლიმატორული ინდიკატორით (HUD) ან ინფორმაციის ასახვის სხვა ეკვივალენტური მოწყობილობით, EVS, SVS ან CVS-ით აღჭურვილ სხ-ებთან მიმართებაში საექსპლუატაციო კრედიტის გამოყენების ინსტრუქცია მოცემულია „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (Doc 9365) და იკაოს მე-6 დანართის, პირველი ნაწილის პირველ დამატებაში. 2. ინფორმაცია კოლიმატორული ინდიკატორის (HUD) ან ინფორმაციის ასახვის სხვა ეკვივალენტური მოწყობილობების შესახებ, მათ შორის RTCA და EUROCAE-ს დოკუმენტებზე მითითებები, მოცემულია „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (Doc 9365). 3. ექსპლუატანტი ვალდებულია გამოსაყენებელი აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმების განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინოს: ა) სხ-ის ტიპი, საფრენოსნო-ტექნიკური და მართვის მახასიათებლები; ბ) საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა, კვალიფიკაცია და მათი გამოცდილება; გ) სავარაუდოდ გამოსაყენებელი ადზ-ს სიგრძე, სიგანე და სხვა მახასიათებლები; დ) არსებული ვიზუალური და არავიზუალური სახმელეთო საშუალებების შესაბამისობა და მახასიათებლები; ე) სხ-ზე არსებული აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება სააერნაოსნოდ და/ან დასაფრენად შესვლისა და მეორე წრეზე წასვლისას ფრენის ტრაექტორიის შესანარჩუნებლად; ვ) დაბრკოლებები, დასაფრენად შესვლისა და მეორე წრეზე წასვლის არეში და სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლისას წინაღობების გადაფრენის აბსოლუტური და ფარდობითი სიმაღლეები; ზ) მეტეოროლოგიური პირობების განსაზღვრისა და გადაცემის საშუალებები; თ) დაბრკოლებები სიმაღლის აღების არეში აფრენისას და სიმაღლის აუცილებელი მარაგი წინაღობების გადაფრენისას. ი) საექსპლუატაციო სპეციფიკაციებით დადგენილი პირობები; კ) ნებისმიერი მინიმუმი, რომელიც გამოქვეყნებული შეიძლება იყოს აეროდრომის სახელმწიფოს მიერ. 4. სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის კლასიფიკაცია (ტიპი A, B) ხორციელდება უმცირესი საექსპლუატაციო მინიმუმებიდან გამომდინარე, რომლის დაბლაც დასაფრენად შესვლა გრძელდება მხოლოდ ორიენტირებთან აუცილებელი ვიზუალური კონტაქტის დამყარების შემდეგ, სადაც: ა) A ტიპი - არის დაშვების მინიმალური სრული/ფარდობითი სიმაღლე (MDA/MDH), რომელიც ტოლია ან აღემატება 75 მ-ს (250 ფტ-ს); ბ) B ტიპი - არის (DH) გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე, რომელიც 75 მ-ზე (250 ფტ) ნაკლებია და იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ბ.ა) კატეგორია I (CAT I) – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე არანაკლებ 60მ (200ფტ) და ხილვადობა არანაკლებ 800მ, ან ადზ-ზე ხილვადობა არანაკლებ 550მ; ბ.ბ) კატეგორია II(CAT II) – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 60მ-ზე (200ფტ) ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 30მ (100ფტ) და ადზ-ზე ხილვადობა არანაკლებ 300მ; ბ.გ) კატეგორია III(CAT III) – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე 30მ-ზე (100ფტ) ნაკლები ან გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლის შეუზღუდავად და ადზ-ზე ხილვადობა 300 მ-ზე ნაკლები ან ადზ-ზე ხილვადობის შეუზღუდავად. შენიშვნა: თუ გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე (DH) და ადზ-ზე ხილვადობა (RVR) სხვადასხვა კატეგორიას განეკუთვნება, დასაფრენად ზუსტი შესვლა ხელსაწყოების მეშვეობით სრულდება უფრო მკაცრი კატეგორიის შესაბამისად. (მაგალითად: დასაფრენად შესვლა DH-მდე CAT III-ით, RVR-ის CAT II-ის დიაპაზონში განიხილება როგორც დასაფრენად შესვლა CAT III-ით ან დასაფრენად შესვლა CAT II-ით DH-მდე, მაგრამ RVR-ის CAT I-ის დიაპაზონში განიხილება, როგორც დასაფრენად შესვლა CAT II-ით). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც RVR და/ან DH დამტკიცებულია როგორც საექსპლუატაციო კრედიტი.“ 5. სააგენტო გასცემს სპეციალურ ნებართვას დაბალი ხილვადობის პირობებში სახელსაწყო წესებით დასაფრენად შესვლაზე, რომელიც სრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიღებულია ინფორმაცია ადზ-ზე ხილვადობის სიშორეზე (RVR). შენიშვნა: დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენების შესრულების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 9365. 6. დაბალი ხილვადობის პირობებში აფრენისათვის RVR-ის მინიმალური მნიშვნელობის სპეციალურ ნებართვას გასცემს სააგენტო. შენიშვნა: ზოგადად, ხილვადობის მნიშვნელობა აფრენისათვის განისაზღვრება RVR-ის პარამეტრებით. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ეკვივალენტური ჰორიზონტალური ხილვადობა. 7. აკრძალულია სახელსაწყო წესებით დასაფრენად შესვლის და დაფრენის აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმის დადგენა 800 მ-ზე დაბლა, თუ არ არსებობს ინფორმაცია ადზ-ზე ხილვადობის სიშორეზე (RVR). 8. სახელსაწყო შესვლის სქემის გამოყენებით, დასაფრენად ორგანზომილებიანი (2D) სახელსაწყო შესვლისათვის საექსპლუატაციო მინიმუმი განისაზღვრება დაშვების მინიმალური აბსოლუტური (MDA) ან დაშვების მინიმალური ფარდობითი სიმაღლით (MDH), მინიმალური ხილვადობით და, საჭიროებისას, ღრუბლიანობის პარამეტრებით. შენიშვნა: დასაფრენად არაზუსტი შესვლისას, დასაფრენად შესვლის დასკვნით ეტაპზე უწყვეტი დაშვების ტექნიკის (CDFA) გამოყენების ინსტრუქცია მოცემულია PANS-OPS-ის (Doc 8168) I ტომის, II ნაწილის მე-5 სექციაში. 9. საექსპლუატაციო მინიმუმი სამგანზომილებიანი (3D) სახელსაწყო წესებით დასაფრენად შესვლისათვის, განისაზღვრება გადაწყვეტილების მიღების აბსოლუტური (DA) ან ფარდობითი (DH) სიმაღლით და მინიმალური ხილვადობით, ან ადზ-ს ხილვადობის სიშორით (RVR). 10. აკრძალულია II და III კატეგორიით სახელსაწყო წესებით დასაფრენად შესვლა, თუ არ არის მიღებული ინფორმაცია ადზ-ზე ხილვადობის სიშორეზე (RVR).“ 6. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) სხ-ები, რომლებიც ასრულებენ ფრენას სათადარიგო აეროდრომზე წასვლის გაზრდილი დროის წესით (EDTO), როდესაც არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული მოთხოვნების შესაბამისი სათადარიგო აეროდრომი, შეირჩევა პირველივე სათადარიგო აეროდრომი, რომელიც მდებარეობს ექსპლუატანტის მიერ მითითებული სათადარიგო აეროდრომზე წასვლის მაქსიმალური დროის ფარგლებში, ფაქტობრივი ასაფრენი მასის გათვალისწინებით.“ 7. 26-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის ,,ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ვ.ბ) სხ-ს, რომელიც ასრულებს EDTO-ით ფრენას, მისცეს შესაძლებლობა შეასრულოს ეს ფრენა საწვავის იმ კრიტიკული მარაგით (პროცედურა გაწერილია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის C დამატებაში.); ბ) ,,შენიშვნა 2.“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საწვავის კრიტიკული მარაგით EDTO-ით ფრენის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის C დამატებაში.“ 8. 41-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 41. დამატებითი მოთხოვნები აირტურბინიანი ძრავის მქონე სხ-ით ფრენისათვის, რომლის ფრენის ხანგრძლივობა სათადარიგო აეროდრომამდე აღემატება 60 წუთს, მათ შორის სათადარიგო აეროდრომამდე გაზრდილი ხანგრძლივობის დროით (EDTO) ფრენის ჩათვლით“ ბ) პირველი პუნქტის ,,შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შენიშვნა: ამ პუნქტის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის C დამატებაში.“ გ) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. თუ სააგენტოს მიერ არ არის გაცემული ნებართვა EDTO-ზე, აკრძალულია ორი, ან მეტი აირტურბინიანი ძრავის მქონე სხ-ის ექსპლუატაცია ისეთ მარშრუტზე, რომელზეც ნებისმიერი წერტილიდან სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის ზღვრული დრო მეტია იმ დროზე, რომელიც გამოთვლილია გაზრდილი ხანგრძლივობის სათადარიგო აეროდრომამდე ფრენისას სტანდარტულ ატმოსფერულ პირობებში ორძრავიანი სხ-ის ერთი უმოქმედო ძრავით კრეისერული სიჩქარით და ორზე მეტ ძრავიანი სხ-ის ყველა მოქმედი ძრავით კრეისერული სიჩქარით ფრენისას სათადარიგო აეროდრომამდე. ნებართვა ადგენს შესაბამის ზღვრულ დროს ყოველი სხ-ის კონკრეტული კომბინაციისათვის(სხ/ძრავა). შენიშვნა: 1. თუ სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის დრო აღემატება ზღვრულ დროს, ფრენა ითვლება გაზრდილი ხანგრძლივობის სათადარიგო აეროდრომამდე ფრენად (EDTO). 2. ზღვრული დროის სათანადო სიდიდის განსაზღვრის და გაზრდილი ხანგრძლივობის სათადარიგო აეროდრომამდე ფრენების წარმოების ნებართვის გაცემის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, I ნაწილის C დამატებაში და იკაოს Doc-ში 10085. 3. EDTO–თი ფრენის მიზნებისთვის აფრენისა და/ან დანიშნულების აეროდრომები შასაძლებელია განხილული იქნას, როგორც სათადარიგო აეროდრომები. 4. სათადარიგო აეროდრომამდე გაზრდილი ხანგრძლივობით ფრენის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, სააგენტო ექსპლუატანტისთვის ადგენს სათადარიგო აეროდრომამდე წასვლის მაქსიმალურ დროს ყოველი სხ-ის კონკრეტული კომბინაციისათვის (სხ/ძრავა). შენიშვნა: სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის დროის მანძილში გადაყვანის გამოყენების პირობების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, I ნაწილის C დამატებაში და იკაოს Doc-ში 10085. 5. ექსპლუატანტის კონკრეტული ტიპის სხ-სათვის, რომელიც ასრულებს EDTO-ს წესებით ფრენას, სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის მაქსიმალური დროის დადგენისას სააგენტო უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) ყველა სხ-ისათვის: არ გადამეტდეს დროში შეზღუდვა, თუ ასეთი არსებობს, EDTO–თი ფრენების შესრულებისას საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელძღვანელოში მითითებული კრიტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემების მტყუნებისას, რომელიც ეხება მოცემული ტიპის სხ-ებს. ბ) ორი აირტურბინიანი ძრავის მქონე სხ-სთვის: სხ არის სერტიფიცირებული EDTO–თი ფრენებისთვის. შენიშვნა: ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, I ნაწილის C დამატებაში და იკაოს Doc-ში10085“ დ) მე-6 და მე-7 პუნქტების ,,შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შენიშვნა: ფრენების უსაფრთხოების რისკის კონკრეტული შეფასების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, I ნაწილის დამატებაში C და იკაოს Doc-ში 10085.“ 9. 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სხ-ზე წარმოდგენილი უნდა იყოს ოფიციალურად დადასტურებული სხ-ის ექსპლუატანტის მოწმობის ასლი და ამ კონკრეტული სხ-სათვის დადგენილი საექსპლუატაციო სპეციფიკაციები. თუ ექსპლუატანტის მოწმობა და საექსპლუატაციო სპეციფიკაციები შედგენილია ეროვნულ ენაზე, თან უნდა ერთოდეს ინგლისურ ენაზე თარგმანი." 10. 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,491“ მუხლი: ,,მუხლი 491. სხ-ის ექსპლუატაცია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის ,,83bis“ მუხლის შესაბამისად 1. თუ სხ-ის ექსპლუატაცია ხორციელდება ჩიკაგოს კონვენციის ,,83bis“ მუხლის შესაბამისად, სხ-ზე იყოს რეგისტრაციის და ექსპლუატანტის სახელმწიფოებს შორის დადებული შეთანხმების მოკლე შინაარსის ოფიციალურად დამოწმებული ასლის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია. თუ შეთანხმება არ არის ინგლისურ ენაზე, მას თან უნდა ერთვოდეს თარგმანი ინგლისურ ენაზე. შენიშვნა: ჩიკაგოს კონვენციის ,,83bis“ მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციის სახელმწიფოსა და ექსპლუატანტის სახელმწიფოებს შორის ფუნქციებისა და მოვალეობების განაწილების და მხარებს შორის შეთანხმების მოკლე შინაარსის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-ში 10059. 2. ზედამხედველობის განხორციელებისას, რეგისტრაციის სახელმწიფოსა და ექსპლუატანტის სახელმწიფოებს შორის ფუნქციებისა და მოვალეობების განსაზღვრის მიზნით, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს უნდა ჰქონდეს წვდომა ჩიკაგოს კონვენციის ,,83bis“ მუხლის შესაბამისად გაფორმებული შეთანხმების მოკლე შინაარსთან (მაგ. ბაქანზე შემოწმება). შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ჩიკაგოს კონვენციის ,,83bis“ მუხლის შესაბამისად დადებული შეთანხმების საფუძველზე ექსპლუატირებული სხ-ების ინსპექტირებას, მოცემულია იკაოს Doc 8335-ში. 3. სხ-ის რეგისტრაციის ან ექსპლუატანტი სახელმწიფოს მიერ, ჩიკაგოს კონვენციის ,,83bis“ მუხლის შესაბამისად დადებული შეთანხმება და ამ შეთანხმების მოკლე შინაარსი იგზავნება რეგისტრაციისათვის იკაოს საბჭოში. შენიშვნა: იკაოს საბჭოში რეგისტრირებული ჩიკაგოს კონვენციის ,,83bis“ მუხლის შესაბამისად დადებულ შეთანხმებასა და შეთანხმების მოკლე შინაარსში უნდა იყო ყველა იმ სხ-ის ჩამონათვალი, რომელსაც ეხება ეს შეთანხმება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ეგზემპლარებში უნდა იყოს მითითებული მხოლოდ ის კონკრეტული სხ, რომელზეც განთავსებულია ეს ასლი. 4. ჩიკაგოს კონვენციის ,,83bis“ მუხლის შესაბამისად გაფორმებული შეთანხმების მოკლე შინაარსში ასახული უნდა იყოს ინფორმაცია კონკრეტულ სხ-ზე ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, I ნაწილის, დამატება 10-ის მე-2 პუნქტით დადგენილი ფორმით." 11. 51-ე მუხლ(ი)ს: ა) 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,241’’ პუნქტი: ,,241. ნებისმიერი სხ-ი, რომელიც ექვემდებარება CARS-ით აღჭურვას და რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს CARS-ით, რომელიც უზრუნველყოფს, სულ ცოტა, ბოლო 2 საათის ინფორმაციის შენახვას.“ ბ) 26-ე და 27-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,26. სხ, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ და რომელზეც გამოიყენება ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის პირველი ნაწილის მე-8 დამატების 5.1.2 პუნქტში მითითებული კავშირის რომელიმე სახეობა, უნდა აღიჭურვოს CVR-ით და ამ კავშირის ხაზით გადაცემული შეტყობინებები უნდა აღირიცხოს დარტყმაგამძლე საბორტო თვითმწერით. 27. სხ-ზე, რომელზეც გათვალისწინებულია CVR-ის დამონტაჟება და რომლის საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 2016 წლის 1 იანვრამდე და მოდიფიცირებულია ჩიკაგოს მე-6 დანართის, პირველი ნაწილის, მე-8 დამატების, 5.1.2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გადამცემი კავშირის რომელიმე სახეობით, გადაცემული მონაცემები უნდა აღირიცხებოდეს დარტყმაგამძლე საბორტო თვითმწერზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამონტაჟებული კავშირის გადამცემი აღჭურვილობა შეესაბამება სხ-ის ტიპის სერტიფიკატს ან მოდიფიკაციას, რომელიც გაიცა ან დამტკიცდა 2016 წლის 1 იანვრამდე. შენიშვნა: B კლასის AIR-ი შეიძლება გამოყენებული იყოს ბორტზე/ბორტიდან მონაცემების გადაცემის ხაზის შეტყობინებების აღრიცხვის საშუალებად, როდესაც მიზანშეუწონელია ან მეტად ძვირია FDR-ზე ან CVR-ზე რეგისტრირება." გ) 33-ე პუნქტის ,,შენიშვნა: 6 “ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. მონაცემების გადაცემის ხაზის ჩაწერის სისტემის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, I ნაწილის L დამატებაში.“ 12. 54-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის ,,შენიშვნა 1“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შენიშვნა: 1. ხმელეთზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდი-ამფიბიები განიხილება როგორც სახმელეთო სხ-ები." ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,შენიშვნა 2“ ,,2. თუ ეკიპაჟისთვის განკუთვნილ დასასვენებელ ნაკვეთურში განლაგებული სავარძლები ან საძინებელი ადგილები აფრენისა და დაფრენის დროს გამოსაყენებლად სერტიფიცირებულია, სამაშველო ჟილეტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ ადგილებიდან.“ 13. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 64. სხ-ის დედამიწასთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით (GРWS) აღჭურვა 1. ნებისმიერი აირტურბინულძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის, ან 9-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ, უნდა აღიჭურვოს ხმელეთის ზედაპირთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით, რომელსაც გააჩნია ფრენის მიმართულებით რელიეფის შეფასების ფუნქცია.“ 2. ექსპლუატანტი ვალდებულია დანერგოს მონაცემთა ბაზის მართვის პროცედურები, რათა უზრუნველყოს რელიეფისა და დაბრკოლებების შესახებ არსებული მონაცემების დროული განახლება და გავრცელება, რომელსაც გამოიყენებს ხმელეთთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემა. 3. ნებისმიერი აირტურბინულძრავიანი, 5700კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის და 5-ზე მეტი (მაგრამ არაუმეტეს 9) სამგზავრო ადგილის მქონე სხ უნდა აღიჭურვოს ხმელეთთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით (GPWS), რომელიც უზრუნველყოფს გაფრთხილებას ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა’’ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, და გაფრთხილებას მიდამოზე სიმაღლის არასაკმარისი მარაგის შესახებ, ასევე, აღჭურვილია დაფრენის მიმართულებით რელიეფის შეფასების ფუნქციით. 4. ნებისმიერი დგუშიანძრავიანი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის, ან 9-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ, უნდა აღიჭურვოს ხმელეთთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს გაფრთხილებას ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა’’ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, და გაფრთხილებას მიდამოზე სიმაღლის არასაკმარისი მარაგის შესახებ, ასევე, უნდა გააჩნდეს დაფრენის მიმართულებით რელიეფის შეფასების ფუნქცია. 5.ხმელეთთან მიახლოების გამაფრთხილებელმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ეკიპაჟისათვის ხმელეთთან სახიფათო მიახლოების შესახებ დროული და მკაფიო გაფრთხილების ავტომატური მიწოდება. 6. ხმელეთთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემა უნდა ჩაირთოს შემდეგ შემთხვევებში: ა) დაშვების დიდი სიჩქარე; ბ) ხმელეთთან მიახლოების დიდი სიჩქარე; გ) დიდი სიმაღლის დაკარგვა, აფრენის შემდეგ ან მეორე წრეზე წასვლისას; დ) მიდამოზე სიმაღლის არასაკმარისი მარაგი, როცა დასაფრენი კონფიგურაცია ჯერ არ არის უზრუნველყოფილი: დ.ა) შასი არ არის დაფიქსირებული ჩამოშვებულ მდგომარეობაში; დ.ბ) ფრთაუკანების მდგომარეობა დასაფრენს არ შეესაბამება. ე) დასაფრენად სახელსაწყო შესვლის გლისადაზე უფრო დაბლა მეტისმეტად დაშვება.“ 14. 66-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. 27 000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის სხ, რომლის საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცემა 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ავარიულ სიტუაციაში, სულ მცირე, ერთი წუთის ინტერვალით, ავტონომიურ რეჟიმში, ინფორმაციის გადაცემას, რაც მისცემს ექსპლუატანტს შესაძლებლობას დაადგინოს მისი ადგილსამყოფელი.“ 15. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 72. დაფრენის ავტომატური მართვის სისტემებით, კოლიმატორული ინდიკატორით (HUD) ან ინფორმაციის ასახვის სხვა ეკვივალენტური მოწყობილობით, ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების ტექნიკური ხედვის სისტემით (EVS), სინთეზირებული ხედვის სისტემით (SVS) ან კომბინირებული ხედვის სისტემით (CVS) აღჭურვილი თვითმფრინავები „თუ სხ აღჭურვილია დაფრენის ავტომატური მართვის სისტემებით, კოლიმატორული ინდიკატორით (HUD) ან ეკვივალენტური ინდიკატორებით ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების ტექნიკური ხედვის სისტემით (EVS), სინთეზირებული ხედვის სისტემით (SVS) ან კომბინირებული ხედვის სისტემით (CVS), ან ნებისმიერი ამ სისტემების კომბინაციით ჰიბრიდული სისტემის შემადგენლობაში, მათი გამოყენება ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.“ შენიშვნა: ინფორმაცია კოლიმატორული ინდიკატორის (HUD) ან სხვა ეკვივალენტური მოწყობილობების შესახებ, მათ შორის RTCA და EUROCAE დოკუმენტებზე მითითებები, მოცემულია „ნებისმიერი ამინდის პირობებში ფრენის სახელმძღვანელოში“ (Doc 9365)’’. 16. 721 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 , მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს; 17. 74-ე მუხლის: ა) მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) სააგენტო გასცემს RVSM-ის საჰაერო სივრცეში ფრენის სპეციალურ ნებართვას;“ ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,9. RVSM-ის სპეციალური ნებართვის მისაღებად, ექსპლუატანტმა სხ-ის ყოველი ტიპისათვის უნდა შეამოწმოს არანაკლებ ორი სხ-ის ფარდობითი სიმაღლის შენარჩუნების მახასიათებლები, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ, ან ყოველი სხ-ს 1000 სთ ნაფრენის შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ რომელი პერიოდია უფრო მეტი. თუ ექსპლუატანტის სხ-ების ტიპური ჯგუფი ერთ სხ-ს შეიცავს, მისი კონტროლი ხორციელდება იმავე პერიოდში.“ დ) მე-10 პუნქტი და ,,შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,10. აკრძალულია საქართველოს საჰაერო სივრცეში RVSM ზონაში სხ-ის ექსპლუატაცია, თუ სხ-ს არ გააჩნია RVSM ზონაში ფრენის სპეციალური ნებართვა. შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა, რომელიც ეხება RVSM-ის საჰაერო სივრცეში სპეციალური ფრენის ნებართვის გაცემას მოცემულია იკაოს Doc-ში 9574.“ 18. მე-8 დანართის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,9. თვითმწერების საექსპლუატაციო ვარგისობის შესანარჩუნებლად, ექსპლუატაციის პერიოდში ტარდება საფრენოსნო მონაცემებისა და საბორტოსამეტყველო თვითმწერის ჩანაწერების შეფასება. შეფასების პროცედურა გათვალისწინებული უნდა იყოს თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოში. შენიშვნა: საბორტო თვითმწერების შესახებ დეტალური ინფორმაცია (კლასიფიკაციის, ექსპლუატაციასა და რეგისტრირებულ პარამეტრებს) მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის, პირველი ტომის მე-8 დამატებაში." 19. მე-15 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,ზ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) ფრენები გაზრდილი დროის წესებით (EDTO) სათადარიგო აეროდრომამდე;“ ბ) ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ს) სახიფათო ტვირთის გადაზიდვა და სწავლების პროგრამა;“ გ) ,, ჰ 1 ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჰ1) პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია HUD, EVS, SVS, CVS-ის ექსპლუატაციასთან;“ დ) ,,ჰ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ 2“ და „ჰ 3 “ქვეპუნტები: ,,ჰ 2) ფრენების შესრულება დაბალი ხილვადობის პირობებში (LVO); ჰ3) ავტორიზირებული მოთხოვნების (AR) საფუძველზე PBN-ის სანავიგაციო სპეციფიკაციებით ფრენები.“ 20. დანართი N19 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები