დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სოფიას სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016605 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №89 2021 წლის 5 მარტი ქ. თბილისი |
ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სოფიას სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო სკვერს მიენიჭოს ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქის სოფიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ახვლედიანი
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები