„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 335-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240010.05.001.020245
335-IVმს-Xმპ
16/03/2021
ვებგვერდი, 18/03/2021
010240010.05.001.020245
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განათლებისა და მეცნიერების;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის;“.

მუხლი 2

1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ. 

2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლებისა და მეცნიერების სფეროში გადაეცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო კულტურისა და სპორტის სფეროში − საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჩაითვალონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლეებად საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მის სისტემაში არსებული სხვა, შესაბამისი უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭებათ შესაბამის უფლებამონაცვლე უწყებებს.

4. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მის სისტემაში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგულებაში არსებული, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება ენიჭებათ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციებს (მხარჯავ დაწესებულებებს) და მათ სისტემებში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების შემთხვევაში მასში ასახოს ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები.

6. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ განათლებისა და მეცნიერების სფეროში განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო კულტურისა და სპორტის სფეროში − საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

7. ამ კანონის ძალაში შესვლის დროს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, აგრეთვე იურიდიული პირის შტატით დასაქმებული თანამშრომელი და შტატგარეშე მოსამსახურე, რომლებიც დასაქმებული იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (№3024-რს) მიღებამდე, უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმავე თანამდებობებზე (ასეთების არარსებობის შემთხვევაში − ტოლფას თანამდებობებზე), რომლებიც მათ ამ კანონის ძალაში შესვლის ეტაპზე ეკავათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

8. ამ კანონის ძალაში შესვლის დროს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, აგრეთვე იურიდიული პირის შტატით დასაქმებული თანამშრომელი და შტატგარეშე მოსამსახურე, რომლებიც დასაქმებული იყვნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (№3024-რს) მიღებამდე, უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე (ასეთების არარსებობის შემთხვევაში − ტოლფას თანამდებობებზე), რომლებიც მათ ამ კანონის ძალაში შესვლის ეტაპზე ეკავათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

9. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (№3024-რს) მიღების შემდეგ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული და ამ კანონის ძალაში შესვლის დროს მოქმედი საჯარო მოსამსახურე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, აგრეთვე იურიდიული პირის შტატით დასაქმებული თანამშრომელი და შტატგარეშე მოსამსახურე, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროს დასაქმებული იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმავე თანამდებობებზე (ასეთების არარსებობის შემთხვევაში − ტოლფას თანამდებობებზე), რომლებიც მათ ამ კანონის ძალაში შესვლის ეტაპზე ეკავათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

10. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (№3024-რს) მიღების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული და ამ კანონის ძალაში შესვლის დროს მოქმედი საჯარო მოსამსახურე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, აგრეთვე იურიდიული პირის შტატით დასაქმებული თანამშრომელი და შტატგარეშე მოსამსახურე, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროს დასაქმებული იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურისა და სპორტის მიმართულებით,  უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე (ასეთების არარსებობის შემთხვევაში − ტოლფას თანამდებობებზე), რომლებიც მათ ამ კანონის ძალაში შესვლის ეტაპზე ეკავათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

11. ამ კანონის ძალაში შესვლის დროს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სხვა საჯარო მოსამსახურე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, აგრეთვე იურიდიული პირის შტატით დასაქმებული თანამშრომელი და შტატგარეშე მოსამსახურე, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ მუხლის მე-7−მე-10 პუნქტებით, უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმავე თანამდებობებზე (ასეთების არარსებობის შემთხვევაში − ტოლფას თანამდებობებზე), რომლებიც მათ ამ კანონის ძალაში შესვლის ეტაპზე ეკავათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

12. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროებისთვის გადაცემას. ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

13. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში, სათანადო უწყებების წარდგინებით უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში მიიღონ/გამოსცენ ერთობლივი ნორმატიული აქტები.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მარტი 2021 წ.

N335-IVმს-Xმპ