დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 392-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190030.06.001.016072 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარლამენტის კომიტეტებია: ა) აგრარულ საკითხთა; ბ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; გ) განათლებისა და მეცნიერების; დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; ე) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; ვ) დიასპორისა და კავკასიის საკითხთა; ზ) ევროპასთან ინტეგრაციის; თ) თავდაცვისა და უშიშროების; ი) იურიდიულ საკითხთა; კ) კულტურის; ლ) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; მ) საგარეო ურთიერთობათა; ნ) საპროცედურო საკითხთა და წესების; ო) საფინანსო-საბიუჯეტო; პ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა; ჟ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 16 მარტი 2021 წ. N392-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები