დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 354-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 080060000.05.001.020249 |
|
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) 84-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი რეგულირდება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 16 მარტი 2021 წ. N354-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები