„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 97
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022649
97
11/03/2021
ვებგვერდი, 12/03/2021
470000000.10.003.022649
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №97

2021 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

 

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №17 დანართის („პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა“) დანართ 17.1.2-ს („პირველადი ჯანდაცვა სოფლად“) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ/საქალაქო სამსახურებთან არსებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მათ შორის:

ა) შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის/ლაბორატორიის მიერ გადაცემული სახარჯი მასალის გამოყენებით), შენახვა და ტრანსპორტირება;

ბ) ტესტირება ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით).“.

2. №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“):

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა)  „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობას ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მობილიზებულ კლინიკებში;“;

ა.ბ) „გ.ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ბ1“ ქვეპუნქტი:

„გ.ბ1) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობას მობილიზაციის სქემიდან გამორთულ კლინიკებში;“;

ბ) მე-4 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ბ1“ ქვეპუნქტი:

„დ.ბ1) „გ.ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება შემდეგი პრინციპით: თითოეულ დატვირთულ საწოლზე დღიურად არაუმეტეს 100 ლარისა (რაც მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და ასევე საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს), რასაც ემატება ამავე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  ხარჯი;“;

გ) მე-6 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ბ1“ ქვეპუნქტი:

„დ.ბ1) „გ.ბ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია მობილიზაციის სქემიდან გამორთული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც  გამოთქვამს სურვილს, მიიღოს დადასტურებული შემთხვევები და შესაძლებლობა აქვს, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სათანადო ზომების დაცვით ოპერირება გასწიოს ჰიბრიდულ რეჟიმში, რაც დადასტურებულია რეგულირების სააგენტოს მიერ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი