დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის №224/№1-1/349 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 59 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 13/07/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 330010040.22.033.017457 |
|
„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის №224/№1-1/349 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის №754 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ: |
მუხლი 1 |
„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 17 ივლისის №224/№1-1/349 ერთობლივ ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/07/2019, სარეგისტრაციო კოდი 330010040.22.033.017223) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ელექტრონულად შესავსები ფორმა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ საბეჭდი ფორმა“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ შევსებისა და დადასტურების წესის“ (დანართი №3): ა) პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ წესის მიზნებისათვის ტერმინები „საქონელი“ და „სამშენებლო პროდუქტ(ებ)ი“ გამოიყენება ტექნიკური რეგლამენტის დანართი VI-ით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტების (ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, პლასტმასის მილები, თაბაშირ-მუყაო) მნიშვნელობით.“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმპორტიორის მიერ თავდაპირველად შეირჩევა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურისთვის განკუთვნილი სამშენებლო პროდუქტის შესაბამისი ველი „ცემენტი“, „ელექტროკაბელი“, „არმატურა“, „პლასტმასის მილი“ ან „თაბაშირ-მუყაო“.“; ბ.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. „თაბაშირ-მუყაოს“ ველის შერჩევის შემთხვევაში, შესაბამის გრაფებში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ა) გრაფა 1. „პროდუქტი“ – მიეთითება ინფორმაცია კონკრეტული სამშენებლო პროდუქტის (თაბაშირ-მუყაოს) შესახებ. კერძოდ, გრაფის განყოფილებაში: ა.ა) „დასახელება“ – აღინიშნება სამშენებლო პროდუქტის ზოგადი აღწერილობა ან საქონლის დასახელება; ა.ბ) „კოდი“ – მიეთითება ტექნიკური რეგლამენტის VI დანართით „თაბაშირ-მუყაოსათვის“ განსაზღვრული, სეს ესნ-ის სასაქონლო კოდი – „6809 11 000 00“; ა.გ) „წონა/რაოდენობა“ – აღინიშნება კონკრეტული საქონლის რაოდენობრივი/წონის მაჩვენებელი; ა.დ) „ზომის ერთეული“ – მიეთითება შესაბამისი ზომის ერთეული; ბ) გრაფა 2. „ინვოისი“ – გრაფის შესაბამის განყოფილებებში აღინიშნება კონკრეტული საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის ნომერი და თარიღი; გ) გრაფა 3. „მწარმოებელი“ – მიეთითება ინფორმაცია კონკრეტული საქონლის მწარმოებლის შესახებ, კერძოდ: გრაფის განყოფილებაში „ქვეყანა“ – შეირჩევა ის ქვეყანა, სადაც წარმოებულია სამშენებლო პროდუქტი; გრაფის განყოფილებაში „ს/ნ ან პ/ნ“ მიეთითება მწარმოებლის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გრაფის განყოფილებაში „დასახელება“ – იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – სახელწოდება, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი; ხოლო გრაფის განყოფილებაში „მისამართი“ – მწარმოებლის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) გრაფა 4. „ექსპორტიორი“ – მიეთითება ინფორმაცია კონკრეტული საქონლის ექსპორტიორის შესახებ, კერძოდ: გრაფის განყოფილებაში „ქვეყანა“ – შეირჩევა ის ქვეყანა, საიდანაც განხორციელდა/ხორციელდება შესაბამისი სამშენებლო პროდუქტის ექსპორტი; გრაფის განყოფილებაში „ს/ნ ან პ/ნ“ მიეთითება ექსპორტიორის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გრაფის განყოფილებაში „დასახელება“ – იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – სახელწოდება, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი; ხოლო გრაფის განყოფილებაში „მისამართი“ – ექსპორტიორის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) გრაფა 5. „შესაბამისობის დადასტურება“ – აღინიშნება მონაცემები, რითაც დასტურდება კონკრეტული საქონლის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ პირობებთან, ტექნიკური რეგლამენტის 11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტთან. კერძოდ: ე.ა) გრაფის განყოფილება „თვისებების დეკლარაცია“ ივსება, თუ საქონელს თან ახლავს „სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია“ და განყოფილების სვეტებში, შესაბამისად, მიეთითება წარმოდგენილი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი და იმ სტანდარტის ნომერი, რომელსაც აკმაყოფილებს კონკრეტული სამშენებლო პროდუქტი; ე.ბ) გრაფის განყოფილება „შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი“ ივსება, თუ „სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის“ ნაცვლად წარმოდგენილია შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელიც აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით. ამ განყოფილების პირველ სვეტში მიეთითება შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, ხოლო მეორე სვეტში – ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია საქონლის შესაბამისობის დასადგენად; ე.გ) გრაფის განყოფილება „საკანონმდებლო გამონაკლისი“ ივსება, თუ არ არსებობს „სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის“ ან შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება. ამ განყოფილების პირველ სვეტში მიეთითება შესაბამისი საფუძველი (მაგალითისათვის: თუ სახეზეა ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოება: „წარმოებულია ინდივიდუალურად ან შეკვეთით“ ან „წარმოებულია ტრადიციული მეთოდით ან კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის“, აღნიშნული გარემოება უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტ(ებ)ით), ხოლო მეორე სვეტში მიეთითება დამატებით ინფორმაცია, კონკრეტული მიზეზები და დასაბუთება, თუ რატომ ექცევა აღნიშნული პროდუქტი საკანონმდებლო გამონაკლისში; ე.დ) გრაფის განყოფილებაში „ფაილის ატვირთვა“ დანართის სახით უნდა აიტვირთოს ამ პუნქტის „ე.ა“, „ე.ბ“ ან „ე.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები