საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „ზიქსიფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „ზიქსიფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/02/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2021
სარეგისტრაციო კოდი
15
25/02/2021
ვებგვერდი, 12/03/2021
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „ზიქსიფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №15

2021 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „ზიქსიფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №287/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-7 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე:

1. დასრულდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „ზიქსიფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) ლიკვიდაციის პროცესი.

2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – შპს „ზიქსიფეი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეესტრიდან და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „ზიქსიფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 6 ივნისის №43 განკარგულება.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.

5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი                                             კობა გვენეტაძე