“საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახდო შემოსავლების მინისტრის მიერ 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო
მიღების თარიღი 11/07/2000
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 66, 17/07/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 16/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 090.012.004.337
  • Word
124
11/07/2000
სსმ, 66, 17/07/2000
090.012.004.337
“საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახდო შემოსავლების მინისტრის მიერ 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრცაიო კოდი 090.012.004.337

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება№124

2000 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „არაუგვიანეს ერთი თვისა” შეიცვალოს სიტყვებით „არაუგვიანეს ორი კვირისა”.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტესტური გამოცდის შემდეგ, ტესტურ გამოცდაზე გამსვლელ ქულას ადგენს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, არსებული ვაკანტური ადგილებისა და დაგროვილ ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით”.

3. მე-13 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „3 ასტრონომიული საათი” შეიცვალოს სიტყვებით „2 საათი და 30 წუთი”

4. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკვალიფიკაციო გამოცდა და შესარჩევი კონკურსი ტარდება საგადასახადო ორგანოების მხოლოდ იმ ვაკანტურ თანამდებობებზე, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ დამტკიცებული „საგადასახადო ორგანოების სპეციალური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.

მ. მაჭავარიანი