დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის N2-610 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-298 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.22.023.016663 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის N2-610 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 30/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 020080160.22.023.016528) შეტანილ იქნეს ცვლილება და: |
1.
ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საჯარიმო ქვითრის შევსებისა და წარდგენის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია საჯარიმო ქვითარი, თუ დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით ან/და სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელი, შეუძლია იგი გაასაჩივროს ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.“. |
2.
ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი N2) დამტკიცდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები