„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 348-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 080080040.05.001.020271
348-IVმს-Xმპ
16/03/2021
ვებგვერდი, 18/03/2021
080080040.05.001.020271
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2020, სარეგისტრაციო კოდი: 080080040.05.001.019804) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, ხოლო მათი შეუსრულებლობის (დარღვევის) გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ინფორმაცია მისდამი დაქვემდებარებული/მის მიერ კონტროლირებული დაწესებულებისგან ან შექმნას ამ დაწესებულებაში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობის მექანიზმები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მარტი 2021 წ.

N348-IVმს-Xმპ