„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 356-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.05.001.020277
356-IVმს-Xმპ
16/03/2021
ვებგვერდი, 18/03/2021
000000000.05.001.020277
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 84) მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართალსუბიექტი ვალდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში (შემდგომ – სააგენტო) რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის ნიმუში (პროექტი) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში (პროექტი).“;

ბ) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​2. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი იბეჭდება და ივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე და მას სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მარტი 2021 წ.

N356-IVმს-Xმპ