„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 349-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.020269
349-IVმს-Xმპ
16/03/2021
ვებგვერდი, 18/03/2021
430060000.05.001.020269
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.10.2018, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.019178) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ენების გარდა, სხვა ენაზე სწავლება დაშვებულია, თუ ეს განსაზღვრულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ამ ენაზე სწავლების საკითხი შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (შემდგომ − სამინისტრო).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მარტი 2021 წ.

N349-IVმს-Xმპ