“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი 07/07/2000
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 10/07/2000
სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.330
  • Word
09
07/07/2000
სსმ, 63, 10/07/2000
180.012.004.330
“საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
ტრანსპორტის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.330

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების

მინისტრის ბრანება №09

2000 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ტვირთის მოზიდვის მიზნით, „სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 2000 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2000 საფრახტო წლისათვის“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მუხლ 1.5.-ს დაემატოს ახალი აბზაცი: „საქართველოს რკინიგზაზე ფოთი, ბათუმი – სადახლოს და უკუმიმართულებით სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვისას წლის ბოლომდე ძალაში დარჩეს მოქმედი სატარიფო განაკვეთები და შეღავათები: „ნავთობპროდუქტებისათვის“-24 და „სხვა ტვირთებისათვის“-17 პროცენტი, გადაანგარიშებული აშშ დოლარებში ა.წ. 30 ივნისის მდგომარეობით“.

2.3.1.1.-ის პუნქტის აბზაცში „საფრახტო წელს, 1000 ათასი და მეტი ტონა სომხეთის პერლიტის სატრანზიტო გადაზიდვისას დადგინდეს მოცულობითი ტარიფი – მთელი მოცულობის ყოველ ერთ ტონაზე 8,16 აშშ დოლარის ოდენობით“ ციფრი 100, შეიცვალოს 50-ით.

3.6. დამატებითი ანაკრეფები: „საერთაშორისო გადაზიდვების დამატებითი ანაკრეფები“ პუნქტ 10-ში სიტყვა „სატრანზიტოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საიმპორტო“. აღნიშნულ პუნქტს დაემატოს ახალი წინადადება: „გადასახადი ერიცხება ტვირთის 24 საათზე მეტი დროით დაყოვნების შემდეგ“.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

მ. ადეიშვილი