დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/2021 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 05/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.15.008.016529 |
|
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:
1. მე-8 მუხლის: „ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში იქმნება და ფუნქციონირებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: ა) ამომრჩეველთა სიების დეპარტამენტი: ა.ა) ამომრჩეველთა სიების ფორმირების განყოფილება. ბ) იურიდიული დეპარტამენტი: ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება; ბ.ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილება. გ) საარჩევნო რეგისტრაციების დეპარტამენტი: გ.ა) რეგისტრაციების განყოფილება. დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი: დ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; დ.ბ) საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილება. ე) საფინანსო დეპარტამენტი: ე.ა) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება; ე.ბ) მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის განყოფილება; ე.გ) ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება. ვ) საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი: ვ.ა) საინფორმაციო სისტემების მართვის განყოფილება. ზ) კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი; თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ი) შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი; კ) საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტი: კ.ა) საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილება; კ.ბ) საარჩევნო მონაცემთა მართვისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება; კ.გ) საარჩევნო დოკუმენტებით უზრუნველყოფისა და საოქმო შედეგების განყოფილება. ლ) ცესკოს მდივნის აპარატი (დეპარტამენტი): ლ.ა) საქმისწარმოების განყოფილება.“; ბ) მე-2 პუნქტის „ა” პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1” ქვეპუნქტი: „ა1) ცესკოს მდივნის აპარატის (დეპარტამენტის) უფროსი.“. 2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ცესკოს სხდომის დღემდე, არაუგვიანეს 24 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა), ცესკოს სხდომებზე განსახილველი, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილების და/ან განკარგულებების პროექტებს, იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ვიზირებით გადასცემს ცესკოს მდივნის აპარატს; გ) ცესკოს სხდომის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა (გარდა საარჩევნო პერიოდისა) საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებულ, მათ მიერ მომზადებული დადგენილებების ან/და განკარგულებების საბოლოო ვარიანტს გადასცემს ცესკოს მდივნის აპარატს;“. 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ამომრჩეველთა სიების დეპარტამენტი ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილების მეშვეობით: 1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს. 2. იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ. 3. ამუშავებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრებში ცვლილების შესახებ. 4. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს. 5. აწვდის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ცესკოს ვებგვერდზე განსათავსებლად. 6. ამზადებს ამომრჩეველთა სიების ერთიან ელექტრონულ ვერსიას. 7. უზრუნველყოფს დაბეჭდვის მიზნით საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ელექტრონული სახით ცესკოს ლოგოთი და ბეჭდით (ელექტრონული) დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიების მიწოდებას. 8. უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად ამომრჩეველთა სიებში შესატანი ცვლილებების გადამოწმებასა და დროულად დამუშავებას. 9. უზრუნველყოფს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებასა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეტანას. 10. უზრუნველყოფს საარჩევნო სიების განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე როგორც სახელმწიფო, ასევე საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ უმცირესობათა ენებზე (ორენოვანი სიები). 11. უზრუნველყოფს კოორდინაციას საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ უწყებებთან ამომრჩეველთა მონაცემების ბაზების სტრუქტურული დახვეწისა და დაახლოების მიზნით. 12. უზრუნველყოფს საარჩევნო სიების ფორმირების კუთხით კოორდინაციას საჯარისო ფორმირებების, პენიტენციური დაწესებულებების და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან საარჩევნო სიებში მათი მონაცემების გათვალისწინებისათვის. 13. უზრუნველყოფს კოორდინაციას საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან საარჩევნო სიებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების აღრიცხვის მიზნით. 14. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“. 4. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, კანონმდებლობიდან გამომდინარე დავების განხილვისას;“. 5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. საარჩევნო რეგისტრაციების დეპარტამენტი ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილების მეშვეობით: 1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს. 2. კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს დადგენილებების ან/და ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის/ცესკოს მდივნის განკარგულებების პროექტებს. 3. უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის/ქალაქ თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრების ნაცვლად შესაბამისი პარტიული სიიდან მათი ადგილმონაცვლეებისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნას. 4. ახორციელებს საარჩევნო კოდექსით ცესკოს მდივნისათვის განკუთვნილი უფლებამოსილებების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, კერძოდ, საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების რეგისტრაციისა და სააკრედიტაციო დოკუმენტაციის მომზადებას. 5. შეიმუშავებს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ, წარმოსადგენი განცხადების დანართის ელექტრონულ ფორმას და დასამტკიცებლად წარუდგენს ცესკოს. 6. უზრუნველყოფს პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირებას (ამოწმებს, ამზადებს და ინახავს რეგისტრაციისათვის განკუთვნილ მასალებს). 7. ამოწმებს პოლიტიკური პარტიების/ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატთა/სარეფერენდუმო საკითხის მხარდამჭერთა სიებს. 8. უზრუნველყოფს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებისათვის, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებისათვის სათანადო მოწმობების დამზადებას. 9. ამოწმებს პარტიულ სიებსა და კანდიდატთა სააღრიცხვო ბარათებს. 10. უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის/ქალაქ თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. 11. ცესკოს მდივნის განკარგულებების საფუძველზე ამზადებს პრესის აკრედიტაციას. 12. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“. 6. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილების მეშვეობით: 1. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების დანერგვას და შემდგომ ექსპლუატაციას. 2. ახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის პროგრამულ უზრუნველყოფას. 3. უზრუნველყოფს სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის დანერგვას და შემდგომ ადმინისტრირებას. 4. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონულ საინფორმაციო ინფრასტრუქტურაში არსებული მონაცემების უსაფრთხოებას. 5. უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მისი აპარატის კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელ/გამართულ მუშაობას. 6. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს. 7. კონსულტაციებს უწევს კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე პროგრამული საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით. 8. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს. 9. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.”. 7. მე-16 მუხლის მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 პუნქტი: „171. უზრუნველყოფს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირებას;”. 8. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 181. საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით: 1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს; 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს. 3. კოორდინაციას და მეთოდურ დახმარებას უწევს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს. 4. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს აცნობებს ინფორმაციას ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ელექტრონული ან მატერიალური ფორმით გადასცემს მათ ცესკოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს. 5. საფინანსო დეპარტამენტთან კოორდინაციის გზით, უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების ორგანიზებას. 6. საფინანსო დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამზადებს ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტს საოლქო საარჩევნო კომისიების იურიდიული მისამართების განსაზღვრის თაობაზე. 7. იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ახორციელებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას (ინფორმაციის განთავსებას და გამოქვეყნებას). 8. საფინანსო დეპარტამენტთან კოორდინაციის გზით, ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიების ტექნიკური ბაზის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ორგანიზებასა და საამისოდ აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფას. 9. უზრუნველყოფს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან კოორდინაციას სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. 10. კოორდინაციას და მეთოდურ დახმარებას უწევს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს საარჩევნო უბნების შექმნასა და საზღვრების დადგენაში. 11. პერიოდულად ახდენს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მუშაობის ადგილზე ანალიზს, ხარვეზების და პრობლემების იდენტიფიცირებას, შესაბამისი ანგარიშის მომზადებას და ხარვეზების აღმოფხვრის/პრობლემების გადაჭრის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. 12. ახდენს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული რისკების (არსებულის და პოტენციურის) იდენტიფიცირებას, შეფასებას და რისკების ეფექტურად მართვი მიზნით, რეკომენდაციების შემუშავებას. 13. ზედამხედველობს დეპარტამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს მიერ შესრულების პროცესს. 14. დაუყოვნებლივ გადასცემს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს საოლქო საარჩევნო კომისიებისგან მიღებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. 15. კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთა მონაწილეობას საარჩევნო ადმინისტრაციის სასწავლო და საგანმანათლებლო პროექტებში. 16. საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერულად/სტატისტიკურად ამუშავებს ინფორმაციას. 17. საფინანსო დეპარტამენტთან ერთად ადგენს არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საჭირო დაფინანსების გეგმას. 18. ადგენს და საფინანსო დეპარტამენტს გადასცემს ინფორმაციას არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის რაოდენობის შესახებ. 19. მონიტორინგს უწევს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ორგანიზებისა და ჩატარების პროცესს და არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დასრულების შემდგომ, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა ცესკო ხელმძღვანელობას წარუდგენს პროცესების შეფასების შესახებ დასკვნას. 20. ახდენს არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების ადმინისტრირებას კომპეტენციის ფარგლებში. 21. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ფორმით იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას. 22. ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას შესანახად გადასცემს ცესკოს მდივნის აპარატს. 23. ამზადებს და ადგენს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმებსა და საბუთების სახეებს, ამზადებს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტებს და ვიზირებისათვის გადასცემს შესაბამის დეპარტამენტს. 24. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისათვის სტამბის ორგანიზაციასა და პოლიგრაფიული საქმიანობის გამართულ ფუნქციონირებას. 25. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.”. 9. 181 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 182 მუხლი: „მუხლი 182. ცესკოს მდივნის აპარატი ფუნქციების შესასრულებლად მდივნის აპარატი მასში შემავალი განყოფილების მეშვეობით: 1. ორგანიზებას უწევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ერთიან სისტემას. 2. ახდენს შემოსული და გასული ყველა სახის კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის დროულად მიწოდებას. 3. გადასცემს ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებებსა და არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმებს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, მის ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით. 4. უზრუნველყოფს დოკუმენტაციის გაგზავნას. 5. მართავს ცესკოს არქივს. 6. კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს დადგენილებების ან/და ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის/ცესკოს მდივნის განკარგულებების პროექტებს. 7. ადგენს ცესკოსა და ცესკოს სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმებს. 8. ელექტრონულად ათავსებს ცესკოს სხდომებისათვის მასალებს. 9. უზრუნველყოფს გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადების, გამოყენებისა და შენახვის კონტროლს, აღრიცხვას, განადგურებას და შენახვას სათანადოდ ჩაკეტილ და დაცულ ადგილას, „იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესების განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული” საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2858-Iს დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად გერბიანი ბლანკების აღრიცხვისათვის სააღრიცხვო-სარეგისტრაციო ფორმის (ბარათი, ჟურნალი) შემუშავებას და ფორმების დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურაში შეტანას. 10. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან მატერიალური ფორმით იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტაციის საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტისათვის დაუყოვნებლივ გადაცემას. 11. უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტისაგან გადმოცემული ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული შემაჯამებელი ოქმების და სხვა დოკუმენტაციის სათანადო წესით შენახვას/დაარქივებას. 12. მართავს ცესკოს საშვთა ბიუროს. 13. ახდენს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ამომრჩევლისათვის პასიური საარჩევნო და საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებების ჩამორთმევის შესახებ ცესკოში შემოსული სასამართლოს განაჩენების აღრიცხვას. 14. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“. 10. მე-20 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ცესკოს სხდომაზე დგება ოქმი. ოქმს ადგენს ცესკოს მდივნის აპარატი და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი;“; ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ცესკოს მდივნის აპარატი ელექტრონული ფორმით უგზავნის ცესკოს წევრებს/დეპარტამენტებს. ასევე გადაწყვეტილებების ასლებს მოთხოვნისთანავე გადასცემს დაინტერესებულ მხარეებს;“. 11. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცესკოში ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გასაცემი დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება ცესკოს მდივნის აპარატში სამუშაო დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე).“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცესკოს მდივნის აპარატი მატერიალურად ან/და არამატერიალურად შემოსულ დოკუმენტებს (გარდა განცხადება/საჩივრისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული სხვა საარჩევნო დოკუმენტაციისა) რეგისტრაციის შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარის რეზოლუციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს შესასრულებლად. 4. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, ცესკოს მდივნის აპარატში რეგისტრაციის შემდეგ, ცესკოს მდივანი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას ამზადებს შესაბამისი დეპარტამენტი და გასცემს მისი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლით). დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ვერსიის სახით.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 15 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები