დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს სადაზღვევო ბროკერი ჯი-აი-ბი“–ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06/1-რ |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 02/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
შპს „საქართველოს სადაზღვევო ბროკერი ჯი-აი-ბის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
|
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შპს „საქართველოს სადაზღვევო ბროკერი ჯი-აი-ბი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402175597) რეგისტრირებულ იქნეს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 012051. 2. ეს ბრძანება მისი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და დაუყოვნებლივ გადაეცეს შპს „საქართველოს სადაზღვევო ბროკერი ჯი-აი-ბის“. 3. შპს „საქართველოს სადაზღვევო ბროკერი ჯი-აი-ბის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში) ამ ბრძანების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები