დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76-14 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.016827 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების
მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016490) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის: ა) მე-4 პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) უძრავი ქონების მონაცვლეობის საკითხების განმხილველი სამმართველო;“ ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და სასამართლოსთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამმართველო;“. 2. მე-10 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. უძრავი ქონების მონაცვლეობის საკითხების განმხილველი სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაცვლის ფორმით პრივატიზებასთან (მონაცვლეობასთან) დაკავშირებით, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მონაცვლეობასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილი წინადადებების/მოთხოვნების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; გ) გაცვლის ფორმით პრივატიზებისთვის განკუთვნილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაზის წარმოება/შემუშავება; დ) შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის უზრუნველყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ე) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის შესათანხმებლად/გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენის უზრუნველყოფა; ვ) უძრავი ქონების გაცვლის ფორმით პრივატიზების შესახებ სააგენტოს მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა; ზ) უძრავი ქონების მონაცვლეობასთან დაკავშირებით მონაცემების აღრიცხვა/სტატისტიკის წარმოება; თ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ი) სააგენტოს უფროსის, სააგენტოს უფროსის მოადგილის/სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება; კ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება“. 3. ამოღებულ იქნას მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. 4. მე-11 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო ინფორმაციის გაცემისა და სასამართლოსთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:“. ბ) მე-2 პუნქტს „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) საჯარო ინფორმაციის გასაცემად სამუშაოების ორგანიზება და განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მომზადებაში შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ჩართვის უზრუნველყოფა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები