„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5820
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 04/03/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016619
5820
04/03/2021
ვებგვერდი, 09/03/2021
000000000.00.00.016619
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №5820

2021 წლის 4 მარტი 

ქ. თბილისი

 

 „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის  №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 21-ე მუხლის:

ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საგადასახადო აგენტმა (დამქირავებელმა), რომელსაც დაქირავებულმა პირმა წარუდგინა შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობა და მიუხედავად აღნიშნულისა ფიზიკურ პირს ხელფასის სახით განაცემზე ზედმეტად (შეცდომით, არასწორად) დაუკავა საშემოსავლო გადასახადი, უფლებამოსილია მოახდინოს კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება, აუნაზღაუროს ფიზიკურ პირს ზედმეტად გადახდილი თანხა და საგადასახადო ორგანოში შესაბამისი საანგარიშო პერიოდის (პერიოდების) მიხედვით წარადგინოს დეკლარაცია ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხების და დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობის შესახებ, სათანადოდ კორექტირებული.“

ბ)  მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურმა პირმა დამქირავებელთან ვერ გამოიყენა კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, მაშინ ფიზიკური პირისთვის ზედმეტად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის დაბრუნება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 63-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, დაცული უნდა იქნეს ზედმეტად გადახდილი თანხის გამოვლენის ხანდაზმულობის ვადა.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე

სამასახურის უფროსო ლევან კაკავა