„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 5792
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 04/03/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016618
5792
04/03/2021
ვებგვერდი, 09/03/2021
000000000.00.00.016618
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №5792

2021 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი № 9):

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი;“.

2. მე-8 მუხლის ,,ჯ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“ ქვეპუნქტი:

„ჯ1) ვიდეოზარით შემდეგი მომსახურების გაწევა – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის აქტივაცია, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდების (მომხმარებლის)/პაროლის აღდგენა, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილება;“.

3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი

საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის ფუნქციებია:

ა) სატელეფონო კომუნიკაციის, ონლაინ ჩათის და სხვა დისტანციური სერვისების მეშვეობით:

ა.ა) დაინტერესებული პირისათვის საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;

ა.ბ) საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის პროცედურულ საკითხებზე გადასახადის გადამხდელებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ა.გ) დაინტერესებული პირების ინფორმირება შემოსავლების სამსახურში მიმდინარე პროცესებზე;

ბ) გადამხდელთან უკუკავშირის მეშვეობით აქტუალური, მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და წინადადებების ანალიზი და მენეჯმენტისათვის მიწოდება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამასახურის უფროსო                                                                                                 ლევან კაკავა