დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-268 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016658 |
|
პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ
|
„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობები, თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობები
|
1.
პირველად წყალმოსარგებლესა (შემდგომში – „მიმწოდებელი“) და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს (შემდგომში – „მომხმარებელი“) შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების ძირითადი პირობები (შემდგომში – „ხელშეკრულების პირობები“) სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, ვინც ახორციელებს სარწყავი წყლის მიწოდებას ან/და მოხმარებას.
|
2.
მიმწოდებელი უზრუნველყოფს სამელიორაციო სისტემის (ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურა) მეშვეობით, ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მომხმარებლისათვის წყლის მიწოდებას მიწოდების წერტილში, ხოლო მომხმარებელი უზრუნველყოფს მომსახურების მიღებასა და მიღებული მომსახურების საფასურის ანაზღაურებას, საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
|
3.
საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) მომსახურების გაწევის ადგილი; ბ) მომსახურების გაწევის დრო; გ) მიწოდების წერტილში მისაწოდებელი წყლის ზღვრული მოცულობა (წყლის მაქსიმალური და მინიმალური მოცულობები) წინასწარ განსაზღვრული ყოველთვიური გრაფიკის შესაბამისად; დ) მომსახურების საფასური (ტარიფი); ე) მომსახურების საფასურის გადახდის წესი; ვ) მომსახურების მიწოდებისა და შეწყვეტის პირობები; ზ) დავის გადაჭრის წესი; თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები.
|
4.
მიმწოდებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ან დროებით შეააჩეროს მომსახურება, თუ მომხმარებელი უხეშად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
|
5.
სარწყავი წყლის აღრიცხვის კვანძი წყლის მიწოდების წერტილში უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა, ხოლო მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების მოვლა-შენახვაზე.
|
6.
მომხმარებლისთვის პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).
|
7.
მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის დარიცხვა ხორციელდება:
ა) მრიცხველის არსებობის შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით; ბ) მრიცხველისარ არსებობის შემთხვევაში – სათანადო აღრიცხვის კვანძის მონაცემების მიხედვით.
|
8.
იმ შემთხვევაში თუ მრიცხველი არასწორად აღრიცხავს სარწყავი წყლის მოხმარებას, ან მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული ან/და ანგარიშფაქტურა არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ვალდებულია ჩაასწოროს შესაბამისი მონაცემები.
|
9.
მომხმარებელმა მოხმარებული სარწყავი წყლის საფასური უნდა გადაიხადოს ანგარიშფაქტურის გამოწერიდან 15 დღის ვადაში. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
|
10.
მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს სემეკი, კანონმდებლობით მისთვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. სემეკი-ს გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
11.
მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია სადაო გარემოების საფუძველზე მომხმარებლისათვის სარწყავი წყლის მიწოდების შეწყვეტა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები