„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 280000000.10.003.022639
87
05/03/2021
ვებგვერდი, 05/03/2021
280000000.10.003.022639
„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 87

2021 წლის 5 მარტი

   ქ. თბილისი

 

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/10/2020, 280000000.10.003.022375) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 2020 წლის  ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის თვეების კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დასაფინანსებლად, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „24 07 03 − ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებები“ − პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში კომპანიისთვის გაცემული ავანსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს 2021 წლის თებერვლის თვის კომუნალური გადასახადის სუბსიდიის დასაფინანსებლად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი