„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016592
9
05/03/2021
ვებგვერდი, 09/03/2021
010250050.35.105.016592
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2021 წლის 5 მარტი

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა  და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/01/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016584) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი წრეების დაფინანსების ქვეპროგრამა (კოდი 060304) ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე 20 ბავშვისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი საცურაო აუზის მომსახურების (aqua-თერაპია) დაფინანსებას საჭიროების გათვალისწინებით. ობიექტის შერჩევა მოხდება შესყიდვის წესით.  ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბავშვებს შემდეგი დიაგნოზებით:

ა) ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80);

ბ) სხვა პარალიზური სინდრომები (G-81, G-82, G-83).

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო 10 რიცხვისა, წარმოადგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ბენეფიციართა რეესტრი და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლის მიერ თვეში აბონემენტით განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 25% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევებისა) გამოიწვევს აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას.“

ბ) მე-3 მუხლს მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71 . ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;“

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.

პროგრამით სარგებლობის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს შესაბამისი კომისია.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ჭეჟია