ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ

ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016659
2-270
09/03/2021
ვებგვერდი, 10/03/2021
360160000.22.023.016659
ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-270

2021 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 

ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ

„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:
ა) ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა (დანართი №1);
ბ) ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი (დანართი №2).
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი




                            დანართი №1

 

ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი

დოკუმენტი №

1. აკვაკულტურის სუბიექტი (სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. აკვაკულტურის ნებართვის (ნებართვის არსებობის შემთხვევაში)/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის/თევჭერის ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. წარმოების/მოპოვების დამტკიცებული წლიური მოცულობა სახეობების მიხედვით (ნებართვის არსებობისას) და კვოტების დამტკიცების შესახებ ბრძანების ნომერი (ივსება ექსტენსიური აკვაკულტურის შემთხვევაში) ----------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. მოპოვების ადგილი (მისამართი) და აკვაკულტურის ობიექტის მოპოვების/ამოღების დრო ----------------------------------------------

---------------------------------------------------

5. აკვაკულტურის ობიექტის (ჰიდრობიონტის) შესახებ:

1.

სახეობა

 

 

 

 

 

2.

წონა

 

 

 

 

 

6. სატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი)

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

7. გადამზიდი პირი -----------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

8. დანიშნულების ადგილი ---------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

9. დოკუმენტის შევსების თარიღი -----------------------------------------------------------------

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა (ხელმომწერის ვინაობის და პირადი ნომრის მითითებით)  

------------------------------------------------------------------------------------------

დანართი №2

ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „აკვაკულტურის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შემდგომში – დოკუმენტი) არის A4 ფორმატის საბუთი, რომელიც ადასტურებს ჰიდრობიონტის მოპოვებას აკვაკულტურიდან/აკვაკულტურის ფერმიდან და გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე მისი გადაზიდვისას და რეალიზაციისას.

მუხლი 2. დოკუმენტის შევსება და გაცემა

1. დოკუმენტი გაიცემა აკვაკულტურის სუბიექტის მიერ და მოწმდება აკვაკულტურის სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით. დოკუმენტს ენიჭება ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი.

2. დოკუმენტი ივსება ორ ეგზემპლარად, საიდანაც პირველი პირი რჩება აკვაკულტურის სუბიექტთან, ხოლო მეორე პირი ეძლევა გადამზიდველს.

3. დოკუმენტი ივსება ქართულ ენაზე, გარკვევით, ბურთულიანი კალმით. მისი ყველა შესაბამისი რეკვიზიტის შევსება სავალდებულოა. აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. შეცდომის შემთხვევაში, ჩანაწერის გადასწორება დასტურდება უფლებამოსილი პირის შესაბამისი ხელმოწერით.

4. დოკუმენტის რეკვიზიტის არასრულად შევსების შემთხვევაში ცარიელი ადგილები ივსება „Z“ სიმბოლოთი.

5. დოკუმენტში ასახული მონაცემების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის გამცემ პირს.

მუხლი 3. დოკუმენტის გაცემის რეგისტრაცია

1. დოკუმენტის გაცემის რეგისტრაცია წარმოებს აკვაკულტურის სუბიექტის მიერ დოკუმენტის სარეგისტრაციო ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი) (ამ წესის დანართი). ჟურნალი უნდა იყოს შესაბამისი მონაცემების ამსახველი, დანომრილი და ზონარგაყრილი.

2. ჟურნალში ყველა ჩანაწერი წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც მარტივია, ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებული იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამისი მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“ და ჟურნალის მომდევნო გვერდზე კეთდება ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ.

3. ჟურნალი ივსება სახელმწიფო ენაზე. ჟურნალში შეტანილი უნდა იყოს დოკუმენტის ფორმის მონაცემები.

4. ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში, აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სსდ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. 

მუხლი 4. დოკუმენტში დაფიქსირებული აკვაკულტურის ობიექტის არასრული ოდენობის სხვა პირის საკუთრებაში გადაცემ

დოკუმენტში დაფიქსირებული აკვაკულტურის ობიექტის არასრული ოდენობის სხვა პირის საკუთრებაში გადაცემისას დარჩენილი ოდენობისთვის დოკუმენტის მოქმედების ვადა ძალაშია, რის თაობაზეც დოკუმენტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

მუხლი 5. დოკუმენტის მოქმედების ვადა

დოკუმენტის მოქმედების ვადა გადაზიდვისას განისაზღვრება დანიშნულების ადგილზე მიტანისთვის საჭირო დროით, მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა.

მუხლი 6. ამ წესის მოქმედება

ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე შიდა წყალსატევებზე გაცემული თევზჭერის ლიცენზიის ფარგლებში ლიცენზიანტის მიერ მოპოვებული თევზის გადაზიდვასა და რეალიზაციაზეც.

დანართი

ჰიდრობიონტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი  დოკუმენტის

სარეგისტრაციო ჟურნალი

 

აკვაკულტურის სუბიექტი/ნებართვის მფლობელი პირი 

 

აკვაკულტურის ნებართვის (ნებართვის არსებობის შემთხვევაში)/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის/თევჭერის ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი

 

წარმოების/მოპოვების დამტკიცებული წლიური მოცულობა სახეობების მიხედვით (ნებართვის არსებობისას) და კვოტების დამტკიცების შესახებ ბრძანების ნომერი (ივსება ექსტენსიური აკვაკულტურის შემთხვევაში)

 

მოპოვების ადგილი (მისამართი) და აკვაკულტურის კონსტრუქციიდან თევზის ამოღების დრო (თარიღი, საათი)

 

ინფორმაცია აკვაკულტურის ობიექტის (ჰიდრობიონტის) შესახებ: სახეობა, წონა

 

სატრანსპორტო საშუალების მონაცემები  (მარკა, მოდელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი)

 

გადამზიდი პირი

 

დანიშნულების ადგილი

 

დოკუმენტის ნომერი, შევსების თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა