დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.113.016438 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ,ბ“ ქვეპუნტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ნოემბრის N26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 03/12/2019, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 001026020.35.113.016406) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ქონების მართვის განყოფილება; ბ) ეკონომიკური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილება; გ) სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება; დ) ტურიზმის განვითარების განყოფილება.“ 2. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამსახურის ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ქონების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემული და მიკუთვნებული უძრავი/მოძრავი ქონების სარეგისტრაციოდ წარდგენას; ბ) შეიმუშავებს სახელწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის შესახებ წინადადებებს; გ) ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე არსებული უძრავი/მოძრავი ქონების ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარებას; დ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; თ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ი) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების (გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის წყლისა და ტყის რესურსებისა) და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვასთან დაკავშირებით წინადადებების განხილვა და მომზადება. კ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ლ) წინადადებების შემუშავებას ქონების ოპტიმალურად განკარგვის შესახებ; მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; ნ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; ო) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის საკითხების კოორდინაციას და კონტროლს; პ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების მონაცემთა ბაზის დამუშავებას-შედგენას; ჟ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე; რ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6. სამსახურის ეკონომიკური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ეკონომიკური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებას და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაციას; ბ) ინვესტიციების მოზიდვას და საწარმოო, ინოვაციური და სოციალური პროექტების რეალიზაციას; გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; ე) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; ვ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; ზ) ეკონომიკის განვითარების არსებული ტენდენციების გაანალიზებას; თ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური რეფორმების შემუშავებაში მონაწილეობას; ი) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; კ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას; ლ) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებას; მ) ღონისძიებათა დაგეგმვას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ; ნ) შრომის ბაზრის ანალიზს და შესაბამის წინადადებათა მომზადებას; ო) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას; პ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“ 3. მე-8 მუხლი ამოღებული იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები