„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017123
16
04/03/2021
ვებგვერდი, 05/03/2021
140130000.22.034.017123
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №16

2021 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლი მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2019, 140130000.22.034.016931) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
 
„4. სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას უფლებამოსილია გამოიყენოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის ბალანსზე რიცხული ფოტო-ვიდეო/აუდიო ტექნიკა, ადმინისტრაციული საქმისწარმოების მიზნით. ფოტო-ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენების შედეგად მოპოვებული მონაცემების შენახვის წესი და ვადები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.“.
 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური