„სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 330100000.10.003.022634
82
02/03/2021
ვებგვერდი, 02/03/2021
330100000.10.003.022634
„სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №82

2021 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

„სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2020, 330100000.10.003.022100) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონკურსში გამარჯვებულმა პირმა სააგენტოსთან გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების დადებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში კომისიას უნდა წარუდგინოს აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში გამარჯვებულ შესაბამის მენაშენეს გააჩნია მშენებლობის პროექტის, რომელზეც მოპოვებულია მშენებლობის ნებართვა, განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების 90%-ზე ხელმისაწვდომობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის დადებული გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება ავტომატურად კარგავს ძალას, ხოლო კონკურსში გამარჯვებული მენაშენე  – კონკურსში გამარჯვებულის სტატუსს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი