დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისათვის შპს „ივერიას“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის (მდებარე ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, 26 მაისის ქ. საკადასტრო კოდი 69.04.60.286) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016604
5
02/03/2021
ვებგვერდი, 04/03/2021
010250050.35.143.016604
დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისათვის შპს „ივერიას“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის (მდებარე ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, 26 მაისის ქ. საკადასტრო კოდი 69.04.60.286) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2021 წლის 2 მარტი

ხაშური

დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისათვის შპს „ივერიას“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის (მდებარე ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, 26 მაისის ქ. საკადასტრო კოდი 69.04.60.286) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის  41-ე მუხლის და 43-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის № 260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ამავე დადგენილების №5 დანართის მე-9 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 17.12.20 წლის სხდომის ოქმი №1-48/20-ისა და განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 01.09.2020 წლის №60 განკარგულების გათვალისწინებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ტერიტორიაზე დასასვენებელი კომპლექსის (სასტუმროს შენობა, კოტეჯები, შესაბამისი ინფრასტრუქტურით) მშენებლობისათვის,  შპს „ივერიას“ (ს/კ 443867451) კუთვნილი მიწის ნაკვეთის (მდებარე დაბა სურამი, 26 მაისის ქუჩა, საკადასტრო კოდი: 69.04.60.286, დაზუსტებული ფართობი – 22305,00მ2) განაშენიანების დეტალური გეგმა წარმოდგენილი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ ნოზაძე