„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017464
82
14/04/2021
ვებგვერდი, 15/04/2021
190040000.22.033.017464
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №82

2021 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით (სსმ, 30.12.2009, №159, სარეგისტრაციო კოდი:  190.040.000.22.033.014.026) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის შემთხვევებში წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში - უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო) მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების თანხების გადატანა ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ.“;

დ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების და შეცდომის გასწორების ოპერაციები შესაძლებელია განხორციელდეს ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის სახაზინო სამსახურის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული სახით განთავსების შემთხვევაში.“;

ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ან შესწორება, რომლებიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, სახელმწიფო ხაზინის მიერ შესაძლებელია სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით გადასახადის გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.“;

ვ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების და სხვა შემოსულობების გადატანის შესახებ, რომელსაც ყოველთვიურად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.“.

3.  მე-13 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ჯამი აღემატება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის ჯამს;“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება საგადასახადო შემოწმების გარეშე, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.“;

დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. VII თავი  და მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი