დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.022632 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“):
1. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. პროგრამის მე-3 მუხლის „პ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება „საქართველოს მთავრობასა და ვაქცინების გლობალურ ალიანსს (GAVI ALLIANCE) შორის გასაფორმებელი შეთანხმების (COMMITMENT AGREEMENT) თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 სექტემბრის №1783 განკარგულების, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით.“. 2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის მე-3 მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების, ასევე „პ.ა“ ქვეპუნქტის განმახორციელებელია სამინისტრო. ამასთან, „პ.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში მომსახურების/საქონლის გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით შესყიდვის შემთხვევაში, განმახორციელებელია ცენტრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები