დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 324-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 470070000.05.001.020234 |
|
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) №2 დანართის:
ა) ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“: ა.ა) მე-12 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ა.ბ) 33-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ა.გ) 91-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ა.დ) 93-ე და 94-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ა.ე) 105-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ა.ვ) 109-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ა.ზ) 189-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ) შენიშვნების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება მცირე ოდენობად; ბ) მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად;“. მუხლი 2 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, როდესაც ამ კანონით განხორციელებული ცვლილება იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ან შემსუბუქებას, განაჩენი გადაისინჯება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადასინჯოს განაჩენი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში. 4. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული საკითხები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 5 მარტი 2021 წ. N324-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები