დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ბათუმის ავტოსადგურის“ განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „ბათუმის ავტოსადგური“ |
| მიღების თარიღი | 25/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
განცხადება
სს „ბათუმის ავტოსადგურის“ ს/კ245415242) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ |
გაცნობებთ, რომ 2021 წლის 7 აპრილს, დღის 14 საათზე, ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №1-ში, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე, დირექტორის სამუშაო კაბინეტში, ჩატარდება სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგურის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 245415242) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა; 2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის, საზოგადოების დირექტორისა და დირექტორის მოადგილის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების, ხელფასების შეწყვეტის/შემცირების საკითხის განხილვა. 3. სხვადასხვა. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2021 წლის 16 თებერვალი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.2 მუხლის შესაბამისად, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ რეგისტრატორთან: სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული. ტელ: +995 32) 2251560. კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობითი მოთხოვნა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. სს „ბათუმის ავტოსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭო
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები