„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016655
2-255
01/03/2021
ვებგვერდი, 02/03/2021
360050000.22.023.016655
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-255

2021 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 3650000.22.023.016137, 10/05/2013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-19 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„თ) ფარავნის ტბის აღკვეთილი;

ი) საღამოს ტბის აღკვეთილი;

კ) აბულის ტბის აღკვეთილი.“.

3. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე პუნქტი:

„26. ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს ერუშეთის ეროვნულ პარკს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი