დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 18 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ქურთას მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.146.016199 |
|
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2021, 010250050.35.146.016197) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ელ მუხლში განხორციელდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება 1. თითოეულ ახალშობილზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის დევნილი ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ახალშობილი; 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ახალშობილ(ებ)ის ერთ-ერთი მშობლის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში განხორციელდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში;“ გ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს მე-6¹ მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6¹. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სასმენი აპარატებით დახმარება 1. სასმენ აპარატებს მიიღებენ იძულებით გადაადგილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და საჭიროებენ სასმენ აპარატებს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დევნილობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს ესაჭიროება სასმენი აპარატი“; დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლში განხორციელდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ამ წესის 1-ლი, მე-3, მე-4 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცეს აგრეთვე იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც დახმარების მიმღებნი გახდნენ 2020 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და რომლებსაც არ უსარგებლიათ 2020 წლის ანალოგიური პროგრამით“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები