„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016656
2-256
01/03/2021
ვებგვერდი, 02/03/2021
360050000.22.023.016656
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-256

2021 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 360050000.22.023.016605, 28/11/2019) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ დებულების მე-11 მუხლით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილია დააკისროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის მოვალეობების შესრულება იმავე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს და მისცეს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო;“.

2. დებულების მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი