„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-17/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 01/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016845
01-17/ნ
01/03/2021
ვებგვერდი, 02/03/2021
470230000.22.035.016845
„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-17/ნ

2021 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.016595) დამტკიცებული:

1. №3 დანართის (სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური ანგარიშგებით გათვალისწინებული ელექტრონული მოდულების (მათ შორის რეგისტრების) ჩამონათვალი და შევსების ვადები):

ა) პირველი და მე-2 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1

ფ. IV-066

სტაციონარიდან გასული პაციენტების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა

სტაციონარიდან გასვლის შემდეგ 3 სამუშაო დღის განმავლობაში

2

ფ. IV-025

ამბულატორული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში დაავადებების ახალი შემთხვევების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა

მომდევნო თვის 10  რიცხვი

 .“;       

ბ) მე-11 გრაფის შემდეგი დაემატოს მე-12 გრაფა შემდეგი რედაქციით:

12

ფ.IV-079

,,სისტემის მომხმარებლების“ ელექტრონული მოდული

ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ  დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალის აღრიცხვა ცვლილებების განხორციელებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში

  .“.         

2. მე-4 დანართს (სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული მოდულების/რეგისტრების წარმოების წესები) დაემატოს მე-8 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ელექტრონული მოდულის „სისტემის მომხმარებლები“ (ფორმა IV-079) წარმოების წესი

1. ელექტრონული მოდულის „სისტემის მომხმარებლები“ (შემდგომში – მოდული) წარმოებაში ჩართულია ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება (სტაციონარი, ამბულატორია, ლაბორატორია, სოფლის ექიმი, სტომატოლოგიური კაბინეტი და ა.შ.), განურჩევლად საკუთრების ფორმისა.

2. მოდულის წარმოებისას სუბიექტი ვალდებულია დაწესებულებაში განხორციელებული ნებისმიერი საკადრო ცვლილების შემთხვევაში, 3 სამუშაო დღის ვადაში, ინფორმაცია დაარეგისტრიროს მოდულში.

3. მოდულში  დარეგისტრირებული  ინფორმაციის  დამუშავებას/ანალიზს  უზრუნველყოფს ცენტრი. 

4. ინფორმაცია  მოდულში  უნდა  იქნეს  შეტანილი  ელექტრონულ  სისტემაში  არსებული ცვლადების მიხედვით, რომელიც განთავსებულია პორტალზე www.portal.ncdc.ge.

5. მოდულის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია კონფიდენციალურია.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე