სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლის და სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის N1 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 16/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 09/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017997
16/ნ
09/03/2021
ვებგვერდი, 10/03/2021
040030000.22.022.017997
სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლის და სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის N1 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლის და სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის N1 საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №16/ნ

2021 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლის და სსიპ  ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის 1 საჯარო სკოლის რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4  პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის,  „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე :

მუხლი 1
განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის №1 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის №1 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით. რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს 2021 წლის 16 მარტს.

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის №1 საჯარო სკოლა.

მუხლი 3
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, 112, 26/09/2005) მე-2 დანართიდან ამოღებულ იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-13 გრაფა.

მუხლი 4
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია.

მუხლი 5
ეს ბრძანება, გარდა მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 6
ბრძანების მე-3  მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 16 მარტიდან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი