დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №239 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170310.22.033.017445 |
|
„ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №239 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №239 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017375) დამტკიცებულ „ავტორიზაციის წესში, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი კვლევის შედეგად გამოიკვეთება ხარვეზ(ებ)ი, მაგრამ არ არსებობს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, შერჩეული პირი უფლებამოსილია, მიიღოს ქვემოთ მითითებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება: ა) განუსაზღვროს განმცხადებელს ხარვეზის აღმოფხვრისთვის საჭირო გონივრული ვადა. თუ განმცხადებელი ამ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ავტორიზაციის პროცესი შეწყვეტილად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი გამოასწორებს ხარვეზს, შერჩეული პირი დაადასტურებს ხარვეზის გამოსწორებას და არ გამოვლინდება ახალი ხარვეზი, შერჩეული პირი იწყებს განმცხადებლის სისტემასთან ინტეგრაციის პროცედურებს; ბ) დაიწყოს განმცხადებლის სისტემასთან ინტეგრაციის პროცედურები, თუ გამოვლენილი ხარვეზი არ არის არსებითი და მათი დროებით არსებობა არ შეუშლის ხელს განმცხადებლის სისტემასთან ინტეგრაციას. ასეთ შემთხვევაში, ინტეგრაციის დასრულების შემდეგ ავტორიზაციის სერტიფიკატი გაიცემა დროებით, ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სისტემის ინტეგრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შერჩეული პირი გასცემს ავტორიზაციის სერტიფიკატს, რომელიც მოქმედებს: ა) უვადოდ – თუ არ არსებობს ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები; ბ) დროებით – თუ არსებობს ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასეთ შემთხვევაში, ავტორიზაციის სერტიფიკატში მიეთითება გამოსასწორებელი ხარვეზ(ებ)ი და მისი/მათი გამოსწორების გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სრულად შესრულდება დროებითი სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობები, რის შესახებაც შერჩეული პირი წერილობით აცნობებს ნებართვის მფლობელს, ავტორიზაციის სერტიფიკატი ჩაითვლება უვადოდ გაცემულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორიზაციის სერტიფიკატი გაუქმდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“; გ) მე-4 პუნქტის: გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ნებართვის მფლობელი არ გაივლის რეავტორიზაციას ამ წესის მე-8 მუხლით დადგენილი წესით;“; გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, არ შესრულდება დროებით გაცემული ავტორიზაციის სერტიფიკატის პირობები.“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ნებართვის მფლობელი აგრეთვე ვალდებულია, მიმართოს შერჩეულ პირს რეავტორიზაციის გავლის მოთხოვნით, თუ ცვლილება შევა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, აგრეთვე ზოგიერთი არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებში/მოთხოვნებში. ნებართვის მფლობელმა შერჩეულ პირს უნდა მიმართოს ცვლილებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები