დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ნინოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს "ნინო" |
| მიღების თარიღი | 23/02/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
|
სს „ნინოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
|
1. წინამდებარე განცხადებით გატყობინებთ, რომ 2021 წლის 18 მარტს დანიშნულია სს „ნინოს“ (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება, მისამართი: ქ. თბილისი, ნინოშვილისქ. № 8, საიდენტიფიკაციო კოდი: 202886127) (შემდგომში – „კომპანია“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.
2. კრება ჩატარდება 2021 წლის 18 მარტს, დღის 13:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. № 8, „ფაბრიკის“ შენობა. 3. კრების დღის წესრიგით განსახილველი საკითხებია: 1. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების – ელენე მაჭავარიანის და დავით ბატიაშვილის გათავისუფლება და ახალი წევრების არჩევა; 4. კრების სააღრიცხვო თარიღია 2021 წლის 18 თებერვალი. კრებაში აქციონერის მონაწილეობის უფლება შესაძლოა შემოწმდეს 2021 წლის 18 თებერვლიდან კომპანიის დამოუკიდებელი რეგისტრატორისთვის მიმართვის გზით (გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი): – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელეფონი: 032-222-5351 ან 032-225-1560; 4. დღის წესრიგისა და შესაბამისი დოკუმენტების დეტალურად გასაცნობად, ასევე დღის წესრიგში შესატანი საკითხებისა და მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემთხვევაში წერილობით მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. №8, „ფაბრიკის“ შენობა, შეტყობინების გამოქვეყნების თარიღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
სს „ნინოს“ დირექტორი ანი დაბრუნდაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები